სასესხო ვალდებულების მქონე შემოსავლის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ

ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით საინიციატივო ჯგუფი #დააპაუზეუფასოდ ორი თვის განმავლობაში სასესხო ვალდებულების მქონე შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებს უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას „ღია საზოგადოება - საქართველო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, მომსახურება ითვალისწინებს სამართლებრივ კონსულტაციას და სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას.

„მსოფლიო პანდემიის ახალი COVID19 -ის აღმოფხვრის მიზნით, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და ეკონომიკური შეზღუდვების დაწესების შედეგად, საქართველოში ასიათასობით ფორმალურად თუ არაფორმალურად დასაქმებული მოქალაქე სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩა ან მკვეთრად შეუმცირდა შემოსავალი. შესაბამისად, ისინი ვეღარ ახერხებენ ვადამოსული სასესხო ვალდებულებების შესრულებას.

5 მაისიდან, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით საინიციატივო ჯგუფი #დააპაუზეუფასოდ ორი თვის განმავლობაში ასეთ ფიზიკურ პირებს სამართლებრივ დახმარებას გაუწევს.უფასო იურიდიული მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ შემოსავლის /სამსახურის გარეშე ან/და მკვეთრად შემცირებული შემოსავლით დარჩენილ ფიზიკურ პირებს თბილისის მასშტაბით, რომლებსაც აქვთ ვალდებულება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ან/და ონლაინ საკრედიტო დაწესებულებების მიმართ,“- ნათქვამია „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფონდის ინფორმაციით, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით შეგიძლიათ, მიმართოთ: Facebook გვერდის მეშვეობით - https://www.facebook.com/daapauzeufasod/ - ელექტრონული ფოსტით - daapauzeufasod@gmail.com - ტელეფონით, ნომერზე - 599 35 55 51

ეკატერინე ციმაკურიძე - განსაკუთრებული პრობლემაა ხელისუფლების მცდელობები თავი აარიდოს 19 აპრილის შეთანხმების ისე შესრულებას, როგორც ეს თავად ამ შეთანხმებითაა ნაგულისხმევი
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2021
სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა
ჭარბი წონა მსოფლიოში არა მხოლოდ პრობლემა,  დიდი ხანია, პანდემიაა (R)
"თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში“ კონფერენცია „კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ გაიმართა
ტერაბანკმა FMO-სგან გრძელვადიანი დაფინანსება მიიღო