კახეთში სასწრაფოს ექიმს, რომელიც სწრაფი ტესტით ინფიცირებულად ითვლებოდა, PCR ტესტის შედეგად ვირუსი არ აღმოაჩნდა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კახეთში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმს, რომელიც სწრაფი ტესტით კოვიდინფიცირებულად ითვლებოდა, PCR ტექნოლოგიით ჩატარებული ტესტის შედეგად ვირუსი არ აღმოაჩნდა.

გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბარში არ გამორიცხა, რომ სწრაფი ტესტი, რომელიც ექიმს გაუკეთდა, ხარვეზიანი იყო.

„არ დადასტურდა ამ შემთხვევაში კორონავირუსი. ველოდებოდით დამატებით კვლევას. ბოლო კვლევის პასუხი ჩემთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მაგრამ რასაც განაცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, უნდა ენდოთ მათ განცხადებას. შესაძლოა, ეს იყოს ტესტის ხარვეზი, ტესტის ხარვეზები ხდება. არ არის გამორიცხული, რომ PCR ტექნოლოგიების გამოყენების დროსაც იყოს ცრუ დადებითი, რომელიც ასევე ექვემდებარება გადამოწმებას და სწორედ ამიტომ ხდება ამ შედეგების გადამოწმება რამდენჯერმე“, - განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ კახეთში სასწრაფო დახმარების ექიმს სწრაფი ტესტის მიხედით კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ გამოუვლინდა. აღნიშნულის გამო შემოწმდა მასთან კონტაქტში მყოფი ათეულობით პირი, მათ შორის მისი ოჯახის წევრები, პაციენტები და კოლეგა ექიმები.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს