ნოდარ ხარშილაძე - ნუ ტრაბახობენ ნასესხები ფულებით, ისიც ცოტათი, როგორც იქნა, 200 მლნ ისესხეს, რომელიც გასასტუმრებელია

ნუ ტრაბახობებენ ნასესხები ფულებით, ისიც ცოტათი, როგორც იქნა, 200 მილიონი ისესხეს, რომელიც გასასტუმრებელია, - ამის შესახებ "საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის" ექსპერტმა, ნოდარ ხარშილაძემ „ახალი საქართველოს“ ლიდერისა და ექსპერტების შეხვედრის დროს განაცხადა, რითაც საქართველოს მთავრობას მიმართა.

შეხვედრაზე, რომელიც პანდემიის ფონზე კრიზისიდან გამოსვლის გეგმებს ეხება, ნოდარ ხარშილაძემ აღნიშნა, რომ 200 ლარი თვეში არავის ეყოფა.

„ახლა ტურისტებზე კონკურენცია გაიზრდება, იმიტომ, რომ ტურისტების გლობალური ნაკადი მაინც შემცირდება, იმდენი ვერ იქნება, რამდენიც იყო. ამიტომ, სამწუხაროდ, რაღაც ზიანი უკვე მიღებული გვაქვს, მაგრამ მე მოვუწოდებ ხელისუფლებას და ყველას, რომ გონს მოეგონ. ეს ზიანი არ გადავიდეს გლობალურ შიმშილში, იმიტომ, რომ აქედან ძალიან ცოტა გვაშორებს. 200 ლარი თვეში არავის ეყოფა. თუ არ სჯერათ, თვითონ სცადონ და იცხოვრონ თვეში 200 ლარზე. ბიუჯეტში არის უდიდესი გარღვევა. ხალხს, რამე თუ ჰქონდა, ფულის მარაგი უკვე ამოიწურა. ხალხმა სესხების პოტენციალიც ამოწურა, უკიდურეს გაჭირვებას ვუყურებთ თვალებში. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ეს ყველაფერი ტურიზმზეა მიბმული, ზაფხულია. საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ტურიზმის ამ სეზონზე შოულობდა სახსრებს,რომელიც შემდეგ რამდენიმე თვით ჰყოფნიდა. წელს, ეს, თუ არ იქნება, ამის ეფექტი მხოლოდ ის კი არ იქნება, რომ ეს ხალხი ვერ იშოვნის ფულს, ამის ეფექტი იქნება ის, რომ მთლიანად ეკონომიკა დაავადდება, იმიტომ, რომ ის ფული მერე გადიოდა ეკონომიკის სხვა სექტორებში და იმას ამუშავებდა. ნუ ტრაბახობენ ნასესხები ფულებით, ისიც ცოტათი. როგორც იქნა, 200 მილიონი ისესხეს, რომელიც გასასტუმრებლია“ - განაცხადა ხარშილაძემ და დასძინა, რომ ხელისუფლების ყოველი უმოქმედობა არის იმის შანსი, რომ ისედაც სუსტი სახელმწიფო სისტემა და ინსტიტუტები შეიძლება ჩამოგვეშალოს“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა