საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გამართეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ვიდეოკონფერენციისას, Covid-19-თან ბრძოლის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ძირითად მიმართულებებზე შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა.

„დონორებთან გვქონდა დისკუსია ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ პაკეტებზე, ასევე უახლოესი მომავლის გეგმებზე, მათ შორის, პოსტკრიზისული მიმართულებით და ეკონომიკის გახსნის შემდგომ ეტაპებთან დაკავშირებით. საერთაშორისო პარტნიორებთან გვაქვს ძალიან აქტიური დიალოგი, ღია დისკუსია იმაზე, თუ რა სახის რეფორმების გატარებაა შესაძლებელი, რა ტიპის მხარდაჭერა შეუძლიათ მათ შემდგომში, მათ შორის ეკონომიკის მიმართულებით, როგორც მცირე და საშუალო კომპანიების დახმარების ნაწილში, ასევე სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერის კუთხით. განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო ტურიზმი. ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ შევიმუშაოთ დახმარების კიდევ უფრო ეფექტური მექანიზმები და მათი მხარდაჭერით მაქსიმალურად ეფექტურ პროგრამებს ვთავაზობთ ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიდეოკონფერენციისას ყურადღება გაამახვილა საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივ ასპექტებზე და ამ პროცესში მთავრობის ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობაზე.

„კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ჩვენთვის ამოსავალი და უმთავრესი პრინციპია ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, რასაც პრემიერ-მინისტრმაც არაერთხელ გაუსვა ხაზი. დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და დიპლომატიური კორპუსის ინფორმირება იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა იღებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ვისაუბრეთ ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე, შეზღუდვების მოხსნის საკითხებსა და დამატებით საჭიროებებზე, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს დონორებისგან. მსგავსი შეხვედრები ჩვენ უკვე გავმართეთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველის ოფისთან და მუდმივ რეჟიმში ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების ინფორმირებას“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა საერთაშორისო პარტნიორებთან ასევე იმსჯელეს იმ დამატებით საჭიროებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფების დახმარებისა და ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამატებითი მხარდაჭერის დროულად მიღების მიზნით, მთავრობის მიერ წარდგენილ საჭიროებებზე, ყველა საერთაშორისო პარტნიორთან ინდივიდუალურად და თემატურად მუშაობა გაგრძელდება.

“საქართველოსთან ხანგრძლივი, წარმატებული პარტნიორობის შესახებ ისაუბრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელმა. პიტერ ვიბლერმა აღნიშნა, რომ USAID-ი ამაყობს საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან პარტნიორობით, რაც დასახული მიზნების შესრულებას ემსახურება.

საქართველოს მთავრობას ანტიკრიზისული გეგმის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში. საბინე მახლიმ დაადასტურა მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ახალი კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად”, - ნათქვამია გავრეცლებულ ინფორმაციაში.

ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლები ეკონომიკურ და ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში - ბექა ლილუაშვილი და ლელა აქიაშვილი, ელჩები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გამართეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ვიდეოკონფერენციისას, Covid-19-თან ბრძოლის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ძირითად მიმართულებებზე შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა.

„დონორებთან გვქონდა დისკუსია ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ პაკეტებზე, ასევე უახლოესი მომავლის გეგმებზე, მათ შორის, პოსტკრიზისული მიმართულებით და ეკონომიკის გახსნის შემდგომ ეტაპებთან დაკავშირებით. საერთაშორისო პარტნიორებთან გვაქვს ძალიან აქტიური დიალოგი, ღია დისკუსია იმაზე, თუ რა სახის რეფორმების გატარებაა შესაძლებელი, რა ტიპის მხარდაჭერა შეუძლიათ მათ შემდგომში, მათ შორის ეკონომიკის მიმართულებით, როგორც მცირე და საშუალო კომპანიების დახმარების ნაწილში, ასევე სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერის კუთხით. განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო ტურიზმი. ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ შევიმუშაოთ დახმარების კიდევ უფრო ეფექტური მექანიზმები და მათი მხარდაჭერით მაქსიმალურად ეფექტურ პროგრამებს ვთავაზობთ ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიდეოკონფერენციისას ყურადღება გაამახვილა საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივ ასპექტებზე და ამ პროცესში მთავრობის ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობაზე.

„კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ჩვენთვის ამოსავალი და უმთავრესი პრინციპია ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, რასაც პრემიერ-მინისტრმაც არაერთხელ გაუსვა ხაზი. დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და დიპლომატიური კორპუსის ინფორმირება იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა იღებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ვისაუბრეთ ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე, შეზღუდვების მოხსნის საკითხებსა და დამატებით საჭიროებებზე, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს დონორებისგან. მსგავსი შეხვედრები ჩვენ უკვე გავმართეთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველის ოფისთან და მუდმივ რეჟიმში ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების ინფორმირებას“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა საერთაშორისო პარტნიორებთან ასევე იმსჯელეს იმ დამატებით საჭიროებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფების დახმარებისა და ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამატებითი მხარდაჭერის დროულად მიღების მიზნით, მთავრობის მიერ წარდგენილ საჭიროებებზე, ყველა საერთაშორისო პარტნიორთან ინდივიდუალურად და თემატურად მუშაობა გაგრძელდება.

“საქართველოსთან ხანგრძლივი, წარმატებული პარტნიორობის შესახებ ისაუბრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელმა. პიტერ ვიბლერმა აღნიშნა, რომ USAID-ი ამაყობს საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან პარტნიორობით, რაც დასახული მიზნების შესრულებას ემსახურება.

საქართველოს მთავრობას ანტიკრიზისული გეგმის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში. საბინე მახლიმ დაადასტურა მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ახალი კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად”, - ნათქვამია გავრეცლებულ ინფორმაციაში.

ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლები ეკონომიკურ და ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში - ბექა ლილუაშვილი და ლელა აქიაშვილი, ელჩები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი