დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას იაცეკ ჩაპუტოვიჩს კორონავირუსთან დაკავშირებით ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და მის პოლონელ კოლეგას იაცეკ ჩაპუტოვიჩს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, პოლონურმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებულ ეფექტიან ღონისძიებებს.

„საუბარი პოლონური მხარის ინიციატივით შედგა. მხარეებმა გაუზიარეს ერთმანეთს კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავების პროცესში მიღებული ზომები და არსებული ვითარება. პოლონურმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებულ ეფექტიან ღონისძიებებს.

იაცეკ ჩაპუტოვიჩმა დაადასტურა, პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, ისევე როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისამი და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. მან დაგმო რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული პოლიტიკა საქართველოს წინააღმდეგ და ის ფაქტი, რომ პანდემიის პირობებშიც კი რუსეთი აგრძელებს მავთულხლართების და გამყოფი ხაზების აღმართვას.

ევროკავშირთან ურთიერთობებზე საუბრისას მხარეებმა დაადასტურეს ცალსახა მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც ევროკავშირის სტრატეგიული და ამბიციური ინიციატივისადმი. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კოლეგას პოლონეთის, როგორც ინიციატივის ერთ-ერთი ავტორის ძალისხმევას ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებისთვის. ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის მნიშვნელობას და ამ კონტექსტში დავით ზალკალიანმა დეტალურად ისაუბრა ქართული მხარის პრიორიტეტებსა და მოლოდინებზე სამიტთან დაკავშირებით.

სატელეფონო საუბრისას, მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორის მხარდაჭერაზე. დავით ზალკალიანმა პოლონელ კოლეგას გააცნო პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული ინიციატივები ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის თაობაზე. მან განსაკუთრებული მადლობა გამოხატა პანდემიის პირობებში პოლონეთის ავიახაზების [LOT] მიერ გაწეული დახმარებისთვის საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად; დავით ზალკალიანმა გამოთქვა მზაობა პოლონურ მხარესთან ტურიზმის აღდგენისა და გააქტიურების მიმართულებით და აღნიშნა, რომ 1-ლი ივლისიდან საქართველო გეგმავს მიიღოს საერთაშორისო ტურისტები”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას იაცეკ ჩაპუტოვიჩს კორონავირუსთან დაკავშირებით ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და მის პოლონელ კოლეგას იაცეკ ჩაპუტოვიჩს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, პოლონურმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებულ ეფექტიან ღონისძიებებს.

„საუბარი პოლონური მხარის ინიციატივით შედგა. მხარეებმა გაუზიარეს ერთმანეთს კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავების პროცესში მიღებული ზომები და არსებული ვითარება. პოლონურმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებულ ეფექტიან ღონისძიებებს.

იაცეკ ჩაპუტოვიჩმა დაადასტურა, პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, ისევე როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისამი და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. მან დაგმო რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული პოლიტიკა საქართველოს წინააღმდეგ და ის ფაქტი, რომ პანდემიის პირობებშიც კი რუსეთი აგრძელებს მავთულხლართების და გამყოფი ხაზების აღმართვას.

ევროკავშირთან ურთიერთობებზე საუბრისას მხარეებმა დაადასტურეს ცალსახა მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც ევროკავშირის სტრატეგიული და ამბიციური ინიციატივისადმი. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კოლეგას პოლონეთის, როგორც ინიციატივის ერთ-ერთი ავტორის ძალისხმევას ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებისთვის. ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის მნიშვნელობას და ამ კონტექსტში დავით ზალკალიანმა დეტალურად ისაუბრა ქართული მხარის პრიორიტეტებსა და მოლოდინებზე სამიტთან დაკავშირებით.

სატელეფონო საუბრისას, მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორის მხარდაჭერაზე. დავით ზალკალიანმა პოლონელ კოლეგას გააცნო პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული ინიციატივები ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის თაობაზე. მან განსაკუთრებული მადლობა გამოხატა პანდემიის პირობებში პოლონეთის ავიახაზების [LOT] მიერ გაწეული დახმარებისთვის საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად; დავით ზალკალიანმა გამოთქვა მზაობა პოლონურ მხარესთან ტურიზმის აღდგენისა და გააქტიურების მიმართულებით და აღნიშნა, რომ 1-ლი ივლისიდან საქართველო გეგმავს მიიღოს საერთაშორისო ტურისტები”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს