ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - თუ ვერ შევინარჩუნებთ ერთიან ევროპას ამ პანდემიის ჟამს, დავამტკიცებთ, რომ 8 მაისის ღირსნი არ ვართ

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და პრეზიდენტმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა მეორე მსოფლიო ომში, ევროპის გათავისუფლებისთვის დაღუპულებს პატივი მიაგეს. პრეზიდენტი გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, სიტყვითაც გამოვიდა და ევროპას ერთიანობისკენ მოუწოდა.

„კორონავირუსის პანდემია გვაიძულებს მარტომ აღვნიშნოთ, ცალკე მათგან, ვინც ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანია და ვისი მადლობლებიც ვართ. 1945 წელს კი ჩვენ მართლა მარტონი ვიყავით, დამარცხებულნი, ეკონომიკურად დანგრეულნი და მორალურად განადგურებულნი. ჩვენ მთელი მსოფლიოსგან მტერი შევქმენით, თუმცა დღეს, 75 წლის შემდეგ, ჩვენ მარტო აღარ ვართ და თუ ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ ერთიან ევროპას ამ პანდემიის ჟამს, მაშინ დავამტკიცებთ, რომ 8 მაისის ღირსნი არ ვართ. დღეს, ჩვენ, გერმანელებს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გათავისუფლების დღე მადლიერების დღეა. დღეს კი ჩვენ ჩვენი თავი ნაციონალიზმის ცდუნებისგან, ავტორიტარიანიზმის ცდუნებისგან, უნდობლობისგან, იზოლაციისგან და მტრობისგან უნდა გავითავისუფლოთ“,- აღნიშნა შტაინმაიერმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს