ვადიმ სოკოლოვი - თუ სიტუაცია არ შეიცვალა, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით რუსეთს ოქროსა და ვალუტების ყველა რეზერვები მხოლოდ 2 წელი ეყოფა

როგორ აისახა COVID-19-ის პანდემია რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზე, რა კორექტივებს შეიტანს პანდემია მსოფლიო ეკონომიკასა და გეოპოლიტიკაზე, ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, რა გავლენას იქონიებს უკრაინაში რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა უკრაინისა და საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე „ინტერპრესნიუსი“ ცნობილ რუს პოლიტოლოგს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, ვადიმ სოკოლოვს ესაუბრა.

- ბატონო ვადიმ, კორონავირუსის გამო შეწუხებულია მთელი მსოფლიო. თავიდან რუსეთის ხელისუფლება დიდ ყურადღებას არ აქცევდა პანდემიას, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ ეპიდოლოგიური თვალსაზრისით ვითარება რუსეთში სულ მეტად მძიმდება.

თქვენი აზრით, ამ თვალსაზრისით ახლა რა ვითარებაა რუსეთში, რა გავლენა იქონია პანდემიამ რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზე?

- პანდემიამ პროვოცირება გაუკეთა რუსეთში ღრმა ეკონომიკურ კრიზისს, რომლის შედეგები მას შემდეგ უფრო ცხადი და ნათელი იქნება, როცა ქვეყანა პანდემიიდან გამოსვლას დაიწყებს.

პანდემიის პირობებში პოლიტიკური ცხოვრება გაყინული აღმოჩნდა. რაც შეეხება ხელისუფლების ეფექტურად მოქმედებას, შემიძლია ვთქვა, რომ პანდემიის პირობებში რუსეთის ხელისუფლების მოქმედება ნაკლებად ეფექტურია. ზოგჯერ მათი ქმედება იდიოტურადაც კი გამოიყურება.

პანდემიამ პროვოცირება გაუკეთა რუსეთში ღრმა ეკონომიკურ კრიზისს, რომლის შედეგები მას შემდეგ უფრო ცხადი და ნათელი იქნება, როცა ქვეყანა პანდემიიდან გამოსვლას დაიწყებს... შემიძლია ვთქვა, რომ პანდემიის პირობებში რუსეთის ხელისუფლების მოქმედება ნაკლებადეფექტურია. ზოგჯერ მათი ქმედება იდიოტურადაც კი გამოიყურება

იდიოტობის გარდა სხვას ვერაფერს დაარქმევ იმას, რაც საგანგებო სიტუაციის პირველ დღეებში მოსკოვის მერმა სობიანინმა გააკეთა. ვგულისხმობ ე.წ. ელექტრონული საშვების დაშვებას, რამაც პროვოცირება გაუკეთა მოსკოვის მაღაზიებში ხალხის მოზღვავებას, რამაც დაავადების გავრცელებას შეუწყო ხელი.

პრეზიდენტი პუტინი შეეცადა პანდემიის წინააღმდეგ ხელისუფლების ბრძოლიდან დისტანცირებული ყოფილიყო. ასე იმიტომ მოხდა, რომ მას საჯარო სივრცეში გამოჩენა მხოლოდ დადებითი და არა უარყოფითი ახალი ამბების გამოჩენისას უყვარს.

პრეზიდენტი პუტინი შეეცადა პანდემიის წინააღმდეგ ხელისუფლების ბრძოლიდან დისტანცირებული ყოფილიყო. ასე იმიტომ მოხდა, რომ მას საჯარო სივრცეში გამოჩენა მხოლოდ დადებითი და არა უარყოფითი ახალი ამბების გამოჩენისას უყვარს

პრეზიდენტი პუტინი ცდილობს მთელი პასუხიმგებლობა გუბერნატორებზე, მერებსა და მთავრობაზე გადაიტანოს. ახლა შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების ვერტიკალი ისე გამართულად ვერ მუშაობს, როგორც ეპიდემიის გავრცელებამდე.

საერთოდ გაუგებარია ეპიდემიის პირობებში როგორი კავშირია რეგიონულ ხელისუფლებებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას ანუ მთავრობას შორის, ასევე როგორ თანამშრომლობს მთავრობა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.

ასევე გაუგებარია რეგიონულ ხელისუფლებებს რა უფლებამოსილებები აქვთ საგანგებო ვითარებაში. თან მაშინ, როცა მათ პანდემიასთან საბრძოლველად არანაირი არც მატერიალური და არც ფინანსური რესურსები არ აქვთ და არც ეფექტურად მოქმედების საშუალება გააჩნიათ.

ამ თვალსაზრისით მეტ-ნაკლებად წარმატებით მოსკოვისა და პეტერბურგის ხელისუფლება მოქმედებს. ასეა იმის გამო, რომ რეგიონების უმრავლესობა დოტაციურია და არ აქვთ ფული.

ახლა პოლიტიკური ცხოვრება ჩამკვდარია, კრემლი იძულებული იყო გადაედო 22 აპრილისათვის დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმი, რომელიც პუტინს შემდეგ ორ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მისცემდა. ასევე გადაიდო 9 მაისს გამარჯვების აღლუმის ჩატარება.

საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლებას მოუწევს ღრუბლების გაფანტვა რათა საჰაერო აღლუმი ჩატარდეს. ვფიქრობ, ახლა როცა ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს და უამრავი ხალხი საჭიროებს დახმარებას, ხელისუფლება არ უნდა ხარჯავდეს ფულს ღრუბლების გაფანტვასა და საჰაერო აღლუმის ჩატარებაზე.

ახლა, როცა ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს და უამრავი ხალხი საჭიროებს დახმარებას, ხელისუფლება არ უნდა ხარჯავდეს ფულს ღრუბლების გაფანტვასა და საჰაერო აღლუმის ჩატარებაზე

- ეკონომიკურ პერსპექტივებზე საუბრისას დამკვირვებელთა უმრავლესობას კარგის მოლოდინი ნაკლებად აქვს, ვინაიდან ნავთობზე ფასები მოსალოდნელზე მეტად დაცემულია.

მათი უმრავლესობა თანხმდება იმაში, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთს საკმაოზე მეტად გაუჭირდება...

- დიახ, თუ სიტუაცია არ შეიცვალა, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით რუსეთს ოქროსა და ვალუტის არსებული რეზერვები მხოლოდ 2 წელი ეყოფა.

რეალურად თუ რამდენ ხანს ეყოფა რეზერვები რუსეთს, ძნელი სათქმელია, ვინაიდან ახლა არავინ იცის როგორი ფასები იქნება ნავთობზე. თუ 1 ბარელი ნავთობის ფასი 20 აშშ დოლარი იქნა, ეს სხვაა, და თუ მისი ფასი 30 აშშ დოლარი იქნა, ეს კიდევ სულ სხვა. საქმე ისაა, რომ ახლა წარმოუდგენელია იმის პროგნოზი, უახლოესი ერთი ან ორი წელი რა ეღირება ბარელი ნავთობი.

თუ სიტუაცია არ შეიცვალა, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით რუსეთს ოქროსა და ვალუტების ყველა რეზერვები მხოლოდ 2 წელი ეყოფა

ახლა გასაგებია, რომ ნავთობზე ფასი, როგორც მინიმუმ, წლის ბოლომდე დაბალი იქნება, მაგრამ შემდეგ იქნება თუ არა ზრდის დინამიკა და თუ იქნება, როგორი ზრდის დინამიკა იქნება, ჯერ ესეც გაუგებარია.

სავარაუდოდ, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება როგორღაც იმოქმედებს საშინაო პოლიტიკაზე, მაგრამ საქმე ისაა, რომ რუსეთში ოპოზიცია მეტისმეტად შევიწროებულია, ამიტომ ძნელია იმაზე საუბარი თუ რამდენად შეძლებს იგი პანდემიის დასრულების შემდეგ გააქტიურებას კრიზისიდან გამოსვლის ფონზე.

მოგეხსენებათ, ახლა საგანგებო მდგომარეობაა და ყოველგვარი პოლიტიკური საქმიანობა შეუძლებელია. მეტსაც გეტყვით, შეიძლება ითქვას, რომ არც პრეზიდენტი და არც მთავრობა არ ახორციელებს პოლიტიკურ საქმიანობას. დღევანდელი ცხოვრების მთელი დღის წესრიგი კორონავირუსს უკავშირდება და პანდემიასთან ბრძოლით ამოიწურება.

- პანდემიის გამო მსოფლიო ეკონომიკა დიდ რეცესიაშია. თქვენი დაკვირვებით, რა კორექტივებს შეიტანს მსოფლიო ეკონომიკის რეცესია და წამყვანი ეკონომიკების სავარაუდო გადაფორმატირება მსოფლიო პოლიტიკაზე და გეოპოლიტიკაზე?

- არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ გაძლიერდება ჩინეთისადმი უნდობლობა, იმიტომ რომ უკვე ნათელია - უხანში პანდემიის გავრცელების პირველ ეტაპზე ჩინეთი მსოფლიოს კორონავირუსის შესახებ არათუ ინფორმაციის გარეშე ტოვებდა, მეტიც, კორონავირუსზე დეზინფორმაციას აწვდიდა.

ვფიქრობ, რომ გაძლიერდება ჩინეთისადმი უნდობლობა იმიტომ, რომ უკვე ნათელია - უხანში პანდემიის გავრცელების პირველ ეტაპზე ჩინეთი მსოფლიოს კორონავირუსის შესახებ არათუ ინფორმაციის გარეშე ტოვებდა, მეტიც, კორონავირუსზე დეზინფორმაციას აწვდიდა

საუბარი არაა იმაზე, ჩინეთში მართლა მოხდა თუ არა ვირუსის სპეციალურად შექმნა. საუბარია მსოფლიოს თანამეგობრობისაგან ვირუსის გავრცელების მასშტაბების დამალვაზე. ეპიდემიასთან დაკავშირებით ჩინელების სტატისტიკა რომ აშკარად ფალსიფიცირებულია, ფაქტია.

სხვადასხვა მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა რამდენიმე მილიონს შეადგენს. იგივე ეხება დაინფიცირებულთა რაოდენობასაც. ამბობენ, ჩინეთში კორონავირუსით რამდენიმე ათეული მილიონი ადამიანი იყო დაინფიცირებული.

სხვათა შორის, იგივე ეხება რუსეთსაც. ვფიქრობ, რუსეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 10-ჯერ, შესაძლოა 20-ჯერაც კი მეტია, ვიდრე ცხადდება. იგივე ეხება დაინფიცირებულთა რაოდენობასაც. როგორც ჩანს, რუსეთში დაინფიცირებულთა რიცხვი სიმართლესთან მეტ-ნაკლებად ახლოსაა. მაგრამ, მაინც რჩება შთაბეჭდილება, რომ დაინფიცირებულთა რიცხვიც 3-ჯერ მეტია.

რუსეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 10-ჯერ, შესაძლოა 20-ჯერაც კი მეტია, ვიდრე ცხადდება. იგივე ეხება დაინფიცირებულთა რაოდენობასაც. როგორც ჩანს, რუსეთში დაინფიცირებულთა რიცხვი, სიმართლესთან მეტ-ნაკლებად ახლოსაა. მაგრამ, მაინც რჩება შთაბეჭდილება, რომ დაინფიცირებულთა რიცხვიც 3 ჯერ მეტია

- ახლა ირკვევა, რომ ჩინეთს ჯერ კიდევ იანვარში დაუწყია მთელ მსოფლიოში სასუნთქი აპარატების შეძენა. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უკვე იანვარში იცოდნენ პანდემიის გავრცელებაზე, მაგრამ არ აცხადებდნენ...

- ჩემი აზრით, ჩინეთმა კორონავირუსის გავრცელების შესახებ უკვე დეკემბერშიც კი იცოდა, მაგრამ დეკემბრის ბოლომდე არ გამოუცხადებია საკარანტინო ღონისძიებების შესახებ. როგორც ჩანს, კორონავირუსმა რუსეთშიც დეკემბერში შემოაღწია. იანვარში უკვე ადგილი ჰქონდა სიკვდილიანობის შემთხვევებსაც.

არავისთვის საიდუმლოებას არ წარმოადგენს, რომ რამდენიმე მილიონი ჩინეთის მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ისინი მუდმივად მიგრირებენ ჩინეთსა და რუსეთს შორის. წარმოუდგენელია, რომ მათ არ შემოეტანათ ვირუსი იმაზე ადრე, ვიდრე მასზე ჰქონდა რეაქცია რუსეთის ხელისუფლებას.

არავისთვის საიდუმლოებას არ წარმოადგენს, რომ რამდენიმე მილიონი ჩინეთის მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ისინი მუდმივად მიგრირებენ ჩინეთსა და რუსეთს შორის. წარმოუდგენელია, რომ მათ არ შემოეტანათ ვირუსი იმაზე ადრე, ვიდრე მასზე ჰქონდა რეაქცია რუსეთის ხელისუფლებას

- აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ვირუსის გავრცელებაში ჩინეთს ღიად და დაუფარავად ადანაშაულებენ, მაგრამ პენტაგონის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ არ მოეპოვებათ მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ჩინეთმა სპეციალურად შექმნა კორონავირუსი და შემდეგ შეგნებულად დაუფარა მისი გავრცელების შესახებ ინფორმაცია მსოფლიოს.

თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს თეთრი სახლისა და პენტაგონის ხელმძღვანელებს შორის ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა?

- არ ვიცი, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს. მაგრამ, 2008 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა ლუკ მონტანიემ საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა კორონავირუსის თემაზე - მას ეჭვი არ ეპარება კორონავირუსის ხელოვნურ წარმომავლობაში. ლუკ მონტენიემ ნობელის პრემია შიდსის თემაზე სწორედ ამერიკელ მეცნიერებთან ერთად მუშაობისთვის მიიღო.

კორონავირუსის თემაზე 2008 წლის ნობელის პრემიის ლაურიატმა ლუკ მონტანიემ საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა იმაზე, რომ მას ეჭვი არ ეპარება კორონავირუსის ხელოვნურ წარმომავლობაში... პენტაგონის და აშშ-ს სხვა სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა, რაც არ უნდა თქვან, ისინი ვირუსოლოგები არ არიან

მონტანიეს მტკიცებით, კორონავირუსის მატარებელ ღამურებში იყო ინტერპოლირებული შიდსის შემცველი ვირუსები, ეს კი ბუნებრივად ვერანაირად ვერ მოხდებოდა. იგი მიიჩნევს, რომ ჩინელები ცდილობდნენ შეექმნათ შიდსის საწინააღმდეგო წამალი.

პენტაგონის და აშშ-ს სხვა სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა, რა თანამდებობებიც არ უნდა ეკავოთ მათ და რაც არ უნდა თქვან, ისინი ვირუსოლოგები არ არიან. ამ საკითხზე ყველაზე კომპეტენტური აზრი შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, რომელიც გარდა იმისა რომ ვირუსოლოგია, ამ თემაზე აქვს მიღებული ნობელის პრემია.

- მე მაინც ჩემი პირველი კითხვის იმ ნაწილს დავუბრუნდები, რომელიც ეხება იმას, თუ რა კორექტივებს შეიტანს პანდემია საერთაშორისო პოლიტიკასა და გეოპოლიტიკაში?

- თუ რა კორექტივებს შეიტანს პანდემია საერთაშორისო პოლიტიკასა და გეოპოლიტიკაში, ამას ჩვენ მას შემდეგ გავიგებთ, როცა ქვეყნების უმრავლესობა გამოვა ეპიდემიოლოგიური საფრთხიდან, ყველა დაიწყებს ზარალის დათვლას, გააზრებული ნაბიჯებისა და ღონისძიებების გატარებას თავიანთ ქვეყნებში ეკონომიკურ სიტუაციაზე კონტროლის აღსაგენად.

თუ რა კორექტივებს შეიტანს პანდემია საერთაშორისო პოლიტიკასა და გეოპოლიტიკაში, ამას მას შემდეგ გავიგებთ, როცა ქვეყნების უმრავლესობა გამოვა ეპიდემიოლოგიური საფრთხიდან, ყველა დაიწყებს ზარალის დათვლას, გააზრებული ნაბიჯებისა და ღონისძიებების გატარებას თავიანთ ქვეყნებში ეკონომიკურ სიტუაციაზე კონტროლის აღსადგენად

ახლა ქვეყნების უმრავლესობა დაკავებულია მოსახლეობისა და ბიზნესებისათვის ფულის დარიგებით რათა ხალხი და ბიზნესები პანდემიას გადაურჩეს. რა იქნება შემდეგ, ახლა თქმა ძნელია. ძნელია იმის გამოც, რომ არავინ იცის, როდის დამთავრდება არსებული პრობლემები.

ვხედავთ, რომ პანდემიის ყოველი თვით გაგრძელება სულ უფრო მეტად ართულებს ეკონომიკებისა და ხალხის მდგომარეობას. ახლა ისეთი დროა, რაიმეს პროგნოზირება შეუძლებელია. ჩემი ვარაუდით, პანდემიით გამოწვეული პროცესები სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში დასრულდება.

- დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს - პანდემიამ დაგვანახა, რომ მსოფლიო არაა ერთიანი, სახეზეა იზოლაციონალისტური ტენდენციები, ქვეყნების ნაწილი ეგოიზმს ავლენს.

ამ ფონზე სულ მეტად ცხადი ხდება, რომ თანამედროვე მსოფლიოში აშკარაა ძლიერი პოლიტიკური ფიგურების ნაკლებობა, უფრო სწორად, პოლიტიკურ მოედანზე მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური ფიგურები არ ჩანან. ისეთი რთული გამოცდის ფონზე, რაც პანდემიამ გააჩინა, ეს და სხვა ტენდენციები უკვალოდ ვერანაირად ვერ ჩაივლის...

- პანდემიამ დაგვანახა, რომ კრიზისულ ვითარებებში ეროვნულ სახელმწიფოებზე მაღლა მდგომი სახელმწიფო რეგულაციები არ მუშაობს. სრული მარცხი განიცადა ევროკავშირმა. ევროკავშირმა ვერა და ვერ მოიძია ისეთი მექანიზმები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ეროვნულზე მაღლა მდგომი ფონდების ფინანსური რესურსების მეტ-ნაკლებად გასაგები განაწილება. ვნახეთ, რომ კრიზისთან ბრძოლაში ევროკავშირი უსუსურადაც კი გამოიყურებოდა.

პანდემიამ დაგვანახა, რომ კრიზისულ ვითარებებში ეროვნულ სახელმწიფოებზე მაღლა მდგომი სახელმწიფო რეგულაციები არ მუშაობს. სრული მარცხი განიცადა ევროკავშირმა. ევროკავშირმა ვერა და ვერ მოიძია ისეთი მექანიზმები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ეროვნულზე მაღლა მდგომი ფონდების ფინანსური რესურსების მეტ-ნაკლებად გასაგები განაწილება. ვნახეთ, რომ კრიზისთან ბრძოლაში ევროკაშირი უსუსურადაც კი გამოიყურებოდა

სრულად ჩამოიშალა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ვნახეთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაცია ჩინეთთან ერთად სრულად ვერ აფასებდა სიტუაციას. ვნახეთ ისიც, რომ ამ ორგანიზაციას ჩინეთთან კორუფციული გარიგეგების გამო ჰქონდა პეკინის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება.

გარდა ამისა, ვნახეთ ისიც, რომ ამ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ ვერ შეძლო პანდემიასთან ბრძოლის ღირებული რეკომენდაციების გაცემა. შედეგი კი ასეთია - იმის გამო, რომ მისი რეკომენდაციები პრაქტიკულად ყოველდღე იცვლებოდა, რეალურად მას ყურსაც არავინ უგდებს. ახლა მას ფულით დახმარებაც კი აღარ შეუძლია იმის გამო, რომ მას აშშ-მ დაფინანსება შეუწყვიტა.

ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ ვერ შეძლო პანდემიასთან ბრძოლის ღირებული რეკომენდაციების გაცემა. შედეგი კი ასეთია - იმის გამო, რომ მისი რეკომენდაციები პრაქტიკულად ყოველდღე იცვლებოდა, რეალურად მას ყურსაც არავინ უგდებს. ახლა მას ფულით დახმარებაც კი აღარ შეუძლია იმის გამო, რომ მას აშშ-მ დაფინანსება შეუწყვიტა

- რჩება შთაბეჭდილება, რომ დასავლეთი კი ცდილობს, მაგრამ წინააღმდეგობას ვერ უწევს ჩინეთის ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ექსპანსიას...

- ახლა, ჩინეთის მიმართ დასავლეთის წინააღმდეგობაზე საუბარი არცაა. პანდემიის პირობებში დასავლეთის მიმართ ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსია თავისთავადაა შეჩერებული. ჩინეთი ახლა ღრმა კრიზისში იმყოფება და ამ მდგომარეობაში კარგა ხანს იქნება.

პანდემიის პირობებში დასავლეთის მიმართ ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსია თავისთავადაა შეჩერებული. ჩინეთი ახლა ღრმა კრიზისში იმყოფება და ამ მდგომარეობაში კარგა ხანს იქნება

ჩინეთის ბიუჯეტი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ექსპორტზე. ექსპორტზეა დამოკიდებული მისი მშპ. პანდემიის პირობებში ჩინეთიდან ექსპორტი მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ძნელია იმის თქმა, თუ როგორ შეძლებს ჩინეთი ამ მდგომარეობიდან გამოსვლას.

გარდა ამისა, როგორც ჩანს, დასავლეთის ქვეყნები უფრო მეტად იქნებიან ორიენტირებული საკუთარ შესაძლებლობებზე, ორიენტირებული იქნებიან ჩაანაცვლონ იმპორტირებული პროდუქცია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ისინი შეეცდებიან თავის ქვეყნებში ხელი შეუწყონ იმ პროდუქციის წარმოებას, რომელიც მათ ჩინეთიდან ანდა სხვა ქვეყნებიდან შემოჰქონდათ.

ახლა ძალიან ძნელია იმის თქმა, როგორ აისახება ამგვარი პროცესები მსოფლიოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზე, მათ შორის გეოპოლიტიკაზე. ერთადერთი, რაც ახლა ჩანს ისაა, რომ ჩემი აზრით, პანდემიის დასრულების შემდეგ პირველ ეტაპზე შემცირდება მსოფლიო ეკონომიკაში ჩინეთის, რუსეთისა და ევროკავშირის როლი. მხედველობაში მაქვს ევროკავშირის ინსტიტუტების და არა ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების როლის დაცემა.

პანდემიის დასრულების შემდეგ პირველ ეტაპზე შემცირდება მსოფლიო ეკონომიკაში ჩინეთის, რუსეთისა და ევროკავშირის როლი. მხედველობაში მაქვს ევროკავშირის ინსტიტუტების და არა ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების როლის დაცემა

ჩემი აზრით, ევროკავშირის ინსტიტუტების კრიზისი რამდენიმე თვეს გასტანს. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის ქვეყნები დაუბრუნდებიან თანამშრომლობის რეჟიმს. გარდა ამისა, ცხადია, რომ ევროკავშირიდან გასვლას არავინ აპირებს. პირიქით, დიდი შანსია იმის, რომ უახლოეს ხანებში ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს მიიერთებს.

ევროკავშირის ინსტიტუტების კრიზისი რამდენიმე თვეს გასტანს. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის ქვეყნები დაუბრუნდებიან თანამშრომლობის რეჟიმს. გარდა ამისა ცხადია, რომ ევროკავშირიდან გასვლას არავინ აპირებს. პირიქით, დიდი შანსია, რომ უახლოეს ხანებში ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს მიიერთებს

მეჩვენება, რომ რუსეთი შეეცდება დათმოს ისეთი პოზიციები, რომელიც მას ამძიმებს და რომლებიც თავის დროზე აშკარად იყო მისი მხრიდან ავანტიურებზე წასვლა. მოსკოვმა შეიძლება დათმოს ვენესუელაში მადუროს რეჟიმი. ასევე არ გამოვრიცხავ რუსეთმა დათმოს სირია და საერთოდ გამოვიდეს სირიიდან. რაც შეეხება პოსტსაბჭოთა სივრცეს - დონბასს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთს, მოსკოვი აქ არაფერს შეცვლის.

ახლა რუსეთის ეკონომიკაზე ფინანსურად გამანადგურებლად მოქმედებს ომი სირიაში და ვენესუელის მხარდაჭერა. ამიტომ ვამბობ, თუ მოსკოვს ეკონომიკურად ძალიან გაუჭირდა, მას მოუწევს მათზე უარის თქმა.

თუ ეკონომიკური ვითარება ასე გაგრძელდა, რუსეთი აფრიკიდანაც დაიწყებს გამოსვლას. მით უმეტეს, რომ როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, აფრიკაში ახლა ის პროცესები დაიწყება, რაც ევროპამ და ამერიკამ პანდემიის გამო უკვე გადაიტანა. აფრიკაში ვირუსით დაინფიცირებულთა სტატისტიკა იმის გამოა გაუგებარი და ნაკლებად სანდო, რომ აფრიკის ქვეყნებში ტესტირება ადამიანების ძალიან მცირე ნაწილს აქვს გავლილი.

მეჩვენება, რომ რუსეთი შეეცდება დათმოს ისეთი პოზიციები, რომელიც მას ამძიმებს და რომლებიც თავის დროზე აშკარად იყო მისი მხრიდან ავანტიურებზე წასვლა. მოსკოვმა შეიძლება დათმოს ვენესუელაში მადუროს რეჟიმი. ასევე არ გამოვრიცხავ რუსეთმა დათმოს სირია და საერთოდ გამოვიდეს სირიიდან. რაც შეეხება პოსტსაბჭოთა სივრცეს - დონბასს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთს, აქ მოსკოვი არაფერს შეცვლის

ანალოგიური მდგომარეობაა ინდოეთში. ოფიციალური მონაცემებით ინდოეთში პანდემიით დაავადებულთა რაოდენობა ერთ მილიონ მოქალაქეზე 41-ია. და ეს მაშინ, როცა ჩინეთში მილიონი მოქალაქიდან ვირუსი 58 ჰქონდა, აშშ-ში 3090.

ნამდვილად არ მგონია, რომ ამის მიზეზი იყოს ის, რომ ამერიკული მედიცინა ჩინეთზე უარესია. აღარაფერს ვამბობ გარდაცვლილთა ციფრებზე. არავის ეპარება ეჭვი, რომ როგორც ჩინეთის, ისე ინდოეთის მონაცემები ფალსიფიცირებულია.

- პოსტსაბჭოთა სივრცეს თუ დავუბრუნდებით, ვნახავთ, რომ რუსმა პოლიტიკოსმა დმიტრი კოსაჩოვმა განაცხადა იმის შესახებ, რომ რუსეთის სათათბირო მზადაა აღადგინოს საქართველოს პარლამენტთან დიალოგი.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რას შეიძლება ნიშნავდეს პანდემიის მძვინვარების პირობებში მოსკოვში საქართველოს მიმართ „ყურადღებისა“ და „სიყვარულის“ დემონსტრირება?

- არაფერსაც არ ნიშნავს. რუსეთი აგრძელებს იმგვარი საგარეო პოლიტიკის გატარებას, როგორიც მას პანდემიამდე ჰქონდა. არ გამოვრიცხავ კოსაჩოვის განცხადება იმგვარი სკანდალით დასრულდეს, რომელიც სათათბიროს დეპუტატ გავრილოვის თბილისში ჩასვლას მოჰყვა. მე არ მესმის რაში სჭირდება იმ ქვეყნებს რომლებსაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვთ, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების აღდგენა.

გასაგებია ეს რაში სჭირდება რუსეთს, მაგრამ ამგვარი ურთიერთობების აღდგენა რას აძლევს საქართველოს, ჩემთვის გაუგებარია. ცხადია, რომ პარლამენტებს შორის დიალოგის აღდგენით რუსეთს სურს მოახდინოს ლეგალიზება ყველა იმ „შესაძენის“, რომელიც მას საქართველოსთვის აქვს წართმეული.

გასაგებია ეს რაში სჭირდება რუსეთს, მაგრამ ამგვარი ურთიერთობების აღდგენა რას აძლევს საქართველოს, ჩემთვის გაუგებარია. პარლამენტებს შორის დიალოგის აღდგენით რუსეთს სურს მოახდინოს ლეგალიზება ყველა იმ „შესაძენის“, რომელიც მას საქართველოსთვის აქვს წართმეული...

- უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლიც ახლა უკრაინის მოქალაქეა, რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა. ამ დანიშვნას კიევსა და თბილისში ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ როგორ აისახება უკრაინაში თუნდაც პრეზიდენტის საკონსულტაციო კომიტეტის თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა უკრაინის და საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე და უკრაინასა და საქართველოს ურთიერთობებზე?

- არა მგონია, რომ ეს რამენაირად აისახოს საქართველოზე. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ოფიციალურმა თბილისმა დემარშის მსგავსი ნაბიჯები უკვე გადადგა. რაც შეეხება უკრაინას. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე კიევში საკმაოდ ბევრი ხმაური იყო, მთლად მკაფიოდ არაა გასაგები თუ რა უფლებამოსილებები ექნება რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნულ მიხეილ სააკაშვილს.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ უკრაინის პოლიტიკაში სააკაშვილის დაბრუნება ზელენსკისთვის პიარ-აქციაა. ზელენსკი ცდილობს მის გუნდში ჩაეწეროს სააკაშვილი, რომ შემოდგომისათვის დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში ზელენსკის პარტია „სლუგა ნაროდას“ სასარგებლოდ ათამაშოს და მან არა მის ოპონენტებს დაუჭიროს მხარი.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ უკრაინის პოლიტიკაში სააკაშვილის დაბრუნება ზელენსკისთვის პიარ-აქციაა. ზელენსკი ცდილობს მის გუნდში ჩაეწეროს სააკაშვილი, რომ შემოდგომისათვის დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში ზელენსკის პარტია „სლუგა ნაროდას“ სასარგებლოდ ათამაშოს და მან არა მის ოპონენტებს დაუჭიროს მხარი

ვფიქრობ, ზელენსკის სააკაშვილი სჭირდება როგორც წინა პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს მოწინააღმდეგე. გარდა ამისა, ძნელია იმის თქმა, რომ სააკაშვილი უკრაინაში არსებულ რომელიმე ოლიგარქიულ ჯგუფთანაა დაკავშირებული. თუმცა, როგორც მე მესმის, სააკაშვილი ზელენსკის მთავარ „პატრონ“ კოლომოისკისთან საკმაოდ კარგ ურთიერთობებშია.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა