Wesolvit - არის პლატფორმა, რომელიც კომპანია SOLVIT-ის ინიციატივით შეიქმნა და IT მიმართულებით ბიზნესებს უფასო კონსულტაციებს და პირველად რეკომენდაციებს სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმა სულ ერთი კვირაა რაც გაეშვა საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია, ერთი მხრივ იმ კომპანიებში, ვისაც აქვთ გარკვეული ტიპის გამოწვევები და დახმარება სჭირდებათ, მეორე მხრივ IT ინდუსტრიის წარმომადგენლებში, ვისაც ამ დახმარების შეთავაზება შეუძლიათ.
„კრიზისის დაწყებიდან პირველივე დღეებში განათლების სექტორს, რომელიც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა დახმარება შევთავაზეთ. უამრავი სკოლა და პედაგოგი დაგვიკავშირდა და მათი მომართვიანობა დღემდე გრძელდება. დღეს შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ მათ უმრავლესობას მოვუგვარეთ პრობლემა და შეუფერხებლად აგრძელებენ სამუშაო პროცესს. მოთხოვნა იმდენად მაღალი აღმოჩნდა, კომპანიების მხრიდან მივხვდით, რომ პრობლემა უფრო მასშტაბური იყო, შესაბამისად გაჩნდა იდეა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით, კრიზისის და პოსტ-კრიზისული ეტაპის დაძლევის გზები უფრო მასშტაბურად შეგვეთავაზებინა სხვადსხვა ინდუსტრების და ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, სწორედ ასე შევქმენით wesolvit.ge”, - აცხადებს SOLVIT-ის მმართველი პარტნიორი რეზო ლომთათიძე.
ამ ეტაპზე IT გამოწვევების გადასაჭრელად საიტზე დარეგისტრირებულია 4 კომპანია: Solvit.ge, Telnet.ge, MSGroup.ge, ITcraft.ge, IT-Lab.ge და ე.წ. „freelancer”-ები, თუმცა ბიზნესების მხრიდან საკმაოდ მაღალი აქტიურობის გამო, სასურველია კიდევ უფრო მეტი IT კომპანიის და პროფესიონალის ჩართულობა. ამისთვის wesolvit.ge-ზე მარტივი რეგისტრაციის ფორმის გავლაა საჭირო. მათ კი ვინც კრიზისული პერიოდის გამო ახალი IT გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, შეუძლიათ შევიდნენ ვებ-გვერდზე, დააფიქსირონ საკუთარი შემთხვევა და აუცილებლად მიიღებენ საჭირო დახმარებას.
„ბიზნესები დღეს ისეთი გამოწვევების წინაშე აღმოჩდნენ როგორიცაა: დისტანციური მუშაობა, IT უსაფრთხოება, მონაცემთა შენახვა, ციფრული ტრანსფორმაცია, ინფრასტრუქტურა, ონლაინ სერვისები ან Cloud სისტემებში ტრანსფორმაცია, ჩვენ კი ამ მიმართულებით წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, მაღალი კომპეტენცია და მზაობა გვაქვს, იმისათვის რომ თითოეულ ბიზნესსა და ინდუსტრიას კონკრეტულად მათზე მორგებული ანტიკრიზისული ქმედება მოვუფიქროთ და დავუგეგმოთ“, - აცხადებს რეზო ლომთათიძე.
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"