როგორ გაუმკლავდა “საერთაშორისო აკადემია ლოგოსი” COVID19-ის გამოწვევებს

COVID19-მა ქართული კერძო საგანმანათლებლო სექტორი ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. აუცილებელი გახდა გადასვლა დისტანციურ სწავლებაზე, რაც მოითხოვს გარკვეულ უნარებს, რომლებიც ამ რეალობამდე არ იყო სავალდებულო საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულთათვის.

“საერთაშორისო აკადემია ლოგოსი" კერძო სკოლაა, რომელიც უკვე 10 წელია თბილისში წარმატებით ფუნქციონირებს. საგანგებო რეჟიმის გამოცხადების შემდგომ ლოგოსის გუნდმა სწრაფად შეძლო ადაპტაცია ახალ სასწავლო ფორმატთან.

ლოგოსმა 2015 წელს მიიღო გუგლის საგანმანათლებლო სერვისით სარგებლობის ავტორიზაცია. შესაბამისად, სწრაფად და ხარისხიანად შეძლო გუგლის აპლიკაციებზე გადასვლა.

"1 თვეა, რაც 24-საათიანი რეჟიმითა და შესაშური მოტივაციით ვცდილობთ, მოვახდინოთ აკადემიური სასწაულები ვირტუალურ სამყაროში....

ლოგოსის მასწავლებლები უდიდესი ენთუზიაზმითა და, რაც მთავარია, ელვის სისწრაფით ითვისებენ ონლაინ პლატფორმების გამოყენებას. მათ 1 კვირაში Google for Education-ის შესახებ დიდი ინფორმაცია დაამუშავეს და შეისწავლეს ის, რისთვისაც თავად გუგლი რამდენიმეთვიან კურსს სთავაზობს მსურველებს. ვამაყობთ ჩვენი პედაგოგების შესანიშნავი გუნდით!

ბოლო ათი წელია, ლოგოსის ადმინისტრაცია დიდი შემართებით ცდილობს შესთავაზოს თავის მოსწავლეებს ხარისხიანი საგანმანათლებლო პროცესი, რომელიც ამავდროულად სახალისო და სიახლეებით აღსავსე იქნება. ჩვენი გამოწვევა ახლა არ დაწყებულა, ის 11-12 წლის წინ დაიწყო და ბოლო სამი კვირაა, რაც ახალ ფაზაში გადავიდა.”- ამბობს საერთაშორისო აკადემია ლოგოსის ერთ-ერთი დამფუძნებელი და განვითარებისა და ხარისხის მართვის ხელმძღვანელი ქეთევან ბაცანკალაშვილი.

  1. ლოგოსმა 16 მარტიდან, მაშინ როცა სახელმწიფოში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა და ოფიციალურად არც ერთ სკოლას არ მოეთხოვებოდა სასწავლო პროცესის დაწყება, I-XII კლასების ჩათვლით ყველა მოსწავლეს განახლებული ცხრილით შესთავაზა დისტანციური სწავლება სქულბუქისა და ფეისბუქის პლატფორმების საშუალებით. ამასთან ერთად, სწავლის დაწყებისთანავე დააანონსა, რომ სკოლა 24-საათიან რეჟიმში გააგრძელებდა მუშაობას ონლაინ საგაკვეთილო პროცესის დახვეწის მიზნით.
  2. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლოგოსში ონლაინ გაკვეთილების 100 პროცენტი წარმატებით ჩატარდა, რაც დიდწილად მასწავლებლების მოქნილობისა და მობილიზების დამსახურებაა.

ხარვეზის შემთხვევაში მასწავლებლები მზად იყვნენ

- შეეცვალათ ონლაინ პლატფორმა;

- ჩაეწერათ და აეტვირთათ ვიდეო გაკვეთლები;

- შეექმნათ სხვადასხვა თვალსაჩინოება და ინტერაქტიური რესურსი;

- მოსწავლეებისთვის გადაეგზავნათ დავალებები და დამატებითი ინტერაქტიური რესურსები;

- ინდივიდუალური კონსულტაციები გაეწიათ კლასის მოსწავლეების მშობლებისთვის.

ამ მხრივ ლოგოსელი მოსწავლეების ჩართულობა და მხარდაჭერაც ძალიან დიდი იყო.

3. ონლაინ გაკვეთილების წარმატებით დაწყებამ ლოგისის ადმინისტრაციას მისცა ბიძგი მსგავსი მომსახურება სკოლამდელი აღსაზრდელებისთვისაც შეეთავაზებინა. გასაოცარი ინიციატივითა და მონდომებით ერთვებიან დისტანციურ სასწავლო პროცესში ყველაზე უმცროსი ლოგოსელები;

4. ხარისხის უწყვეტი მონიტორინგის მიზნით ადმინისტრაციის წევრები მუდმივად აკვირდებიან სასწავლო პროცესს, რაც გაკვეთილებზე დასწრებას, პრობლემების იდენტიფიცირებისა და რეაგირების გზების გამონახვას გულისხმობს.

5. ლოგოსის ადმინისტრაციის თანამშრომლები დეტალურად აღრიცხავენ მოსწავლეთა დასწრებასა და დაგვიანებას ონლაინ საგაკვეთილო პროცესში და მესიჯის სახით ატყობინებენ ამ ინფორმაციას მშობლებსა და დამრიგებლებს.

6. დამრიგებლები ადგენენ მოსწავლის გაცდენის მიზეზს და, საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციას გადასცემენ მშობლებს, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის გუნდს.

7. სკოლის დირექცია და ადმინისტრაცია უწყვეტ და ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს დისტანციური სწავლების პროცესის სამართავად და დასახვეწად, რაც გულისხმობს შემდეგ აქტივობებს:

  • პედაგოგიური გუნდის მუდმივ ტრენინგებს ახალი საგანმანათლებლო ინტერნეტსერვისების ასათვისებლად;
  • ვიდეო ინსტრუქციების შექმნასა და პირდაპირი ჩართვების უზრუნველყოფას პედაგოგების მცირე და გაერთიანებული ჯგუფებისათვის;
  • წესების შედგენასა და პირად კონსულტაციებს.

ანალოგიურ ზომებს მივმართავთ მშობლებისა და მოსწავლეებისათვის.

8. ლოგოსის მოსწავლეებს უტარდებათ როგორც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნები, ასევე სკოლის საავტორო დამატებითი საგნები, როგორებიცაა: SAT, TOEFL, IELTS, Fun Science, English and History და სხვა.

9. საგაკვეთილო ცხრილის მიღმა სკოლის პედაგოგიური გუნდი მზად არის, საჭიროებისამებრ, მოსწავლეებს შესთავაზოს დამატებითი კონსულტაციები და გაღრმავებული გაკვეთილები.

10. აქტიურად მუშაობს სტუდენტური ცენტრი, რომელიც მრავალ საინტერესო და სახალისო აქტივობას სთავაზობს ლოგოსის მოსწავლეებს. ეს შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს, თანასკოლელებთან ერთად ჩაერთონ შემეცნებით-გასართობ პროექტებში და არ დაკარგონ მეგობრობისა და გუნდური მუშაობის განცდა სოციალური იზოლაციის პერიოდში.

11. ლოგოსმა 2015 წელს მიიღო გუგლის საგანმანათლებლო სერვისით სარგებლობის ავტორიზაცია. შესაბამისად, სწრაფად, თუმცა ხარისხიანად, შევძელით გუგლის აპლიკაციებზე გადასვლა. ამჟამად გაკვეთილებს ვატარებთ google Hangout-ისა ან Hangout Meet -ის საშუალებით.

და ბოლოს, ლოგოსის გუნდი აცხადებს მუდმივ მზაობას ნებისმიერ ვითარებაში განაგრძოს ხარისხიანი განათლების მიწოდება და საქმიანობა.

მოკლედ გაგაცნობთ, თუ რა ნაბიჯები გაიარა “საერთაშორისო აკადემია ლოგოსმა” დისტანციური სწავლების წარმატებით განსახორციელებლად:

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს