40%-იანი ფასდაკლება SAP Business One-ის დანერგვაზე - მზადება პოსტ-კრიზისული პერიოდისთვის

დღეიდან ბიზნესზე დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი იხსნება. ხოლო კომპანიებმა, რომლებიც სამომავლო განვითარებაზე ფიქრობენ, უკვე დაიწყეს პოსტკრიზისული პერიოდისთვის მზადება. კრიზისმა შეცვალა პრიორიტეტები - ნათლად გამოჩნდა ნებისმიერ სფეროში მოქმედი ორგანიზაციის ბიზნეს პროცესების გაციფრულებისა და ავტომატიზაციის მნიშვნელობა. კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა ციფრულ ინსტრუმენტებს, ონლაინ არხებსა და ERP სისტემებს იყენებენ, მოცემულ მომენტშიც ნაკლები შეფერხებით მუშაობენ და კრიზისიდან გამოსვლასაც შედარებით უმტკივნეულოდ შეძლებენ.

მიუხედავად გამოწვევებისა, ქართული კომპანიების ნაწილი ემზადება პოსტ-კრიზისულ პერიოდისთვის და პროცესების ავტომატიზაციის მიმართულებით უკვე დგამენ კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს BDO-სთან ერთად.

BDO-ს გუნდი საერთაშორისო ERP სისტემა SAP Business One-ს ქართულ კომპანიებში 2016 წლიდან ნერგავს და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის სფეროში ყველაზე გამოცდილი ორგანიზაციაა. BDO-ს გუნდი, ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ითვალისწინებს ავტომატიზაციის სერვისის კრიტიკულ საჭიროებას და საქართველოში მოქმედ კომპანიებს SAP Business One-ის დანერგვაზე 40%-იანი ფასდაკლებას სთავაზობს.

SAP Business One-ის დანერგვა ბიზნესის სრული ციკლის ერთ სისტემაში მოქცევასა და ავტომატიზაციას გულისხმობს. სისტემის დანერგვით შეძლებთ დღეისთვის აქტუალური ისეთი ამოცანების გადაჭრასაც, როგორიცაა:

  • ფულადი სახსრების დეფიციტის რისკის მინიმიზაცია, ფულადი ნაკადების დაგეგმვისა და კონტროლის ინსტრუმენტებით (Cash Budgeting)
  • დებიტორული დავალიანებების შემცირება, ავტომატური ინვოისინგისა და კლიენტებთან ანგარიშსწორების კალენდრის მეშვეობით
  • საჭირო მარაგების დროული უზრუნველყოფა, მარაგების მართვისა და ოპტიმიზაციის MRP ფუნქციონალის მეშვეობით
  • ონლაინ შეკვეთებისა და გაყიდვების ეფექტური მართვა, E-commerce-ის ძირითად სააღრიცხვო სისტემასთან ინტეგრაციით

BDO საქართველო ERP სისტემების დანერგვის მომსახურებას, ისევე როგორც მის სხვა სერვისებს, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს და მზადაა ხელი შეუწყოს კომპანიებს არსებული გამოწვევების გადალახვასა და განვითარებაში.

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დატოვოთ საკონტაქტო ინფორმაცია და BDO-ს გუნდი აუცილებლად დაგიკავშირდებათ.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა