ოთარ დანელია მოსახლეობას მიმართავს, მიწის ნაკვეთები დაარეგისტრირონ, რათა შეღავათებით ისარგებლონ

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებით, ხელისუფლებისგან დახმარებას მიიღებენ ის ფერმერები, რომელთა მიწის ნაკვეთის ფართობი 0,25-დან 10 ჰექტრამდეა. მისივე განმარტებით, აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს 200-ლარიან სუბსიდირებას 1 ჰექტარზე და პროპორციულად იზრდება 10 ჰექტრამდე. ოთარ დანელიას შეფასებით, ეს არის სერიოზული პოსტკრიზისული მიდგომა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით.

„ის პროგრამა, რომლიც დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა წარმოადგინა არის ამომწურავი. ეს არის, ერთი მხრივ, სერიოზული პოსტკრიზისული მიდგომა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვიღარების თვალსაზრისით და მეორე მხრივ,არის მნიშვნელოვანი სტიმულატორი ფერმერებისა და ფერმერული მეურნეობების ხელშეწყობისთვის. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს 200-ლარიან სუბსიდირებას 1 ჰექტარზე და პროპორციულად, რა თქმა უნდა, იზრდება 10 ჰექტრამდე. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ასევე იქნება საწვავის თვალსაზრისით ხელშეწყობა და მიეწოდება შემცირებული ფასით საწვავი ფერმერებს,“- განაცხადა ოთარ დანელიამ.

მან ფერმერებს აღნიშნული დახმარებით სარგებლობის მიზნით მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებისკენ მოუწოდა.

„აღნიშნული პროგრამა ვრცელდება რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე და ვთხოვ ყველას, რომ მაქსიმალურად იჩქარონ, რომ დაარეგისტრირონ მიწის ნაკვეთები წლის ბოლომდე, რათა ისარგებლონ აღნიშნული შეღავათებით. ეს, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების პროცესს და მეორე მხრივ, იქნება ფერმერული მეურნეობების სტიმულატორი განვითარების თვალსაზრისით,“- განაცხადა ოთარ დანელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა