"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" - მზად ვართ, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიციები და სამუშაოები გავაგრძელოთ

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი საარბიტრაჟო დავას დროებით წყვეტს და ხელისუფლებას შეთანხმებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეპიდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში, როდესაც საქართველოს მთელი მოსახლეობის ყურადღება ქვეყნის ეკონომიკის აღდგენისკენ არის მიპყრობილი, ეკონომიკის გაძლიერების ორი ძირითადი ფაქტორი იკვეთება. ეს არის უცხოური ინვესტიციები და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები.

"საქართველოს ეკონომიკის აღდგენის დასაწყებად ერთ-ერთი საუკეთესო მამოძრავებელი სტიმული ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტისა და მისი მიმდებარე სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებაა, რაც ათასობით სამუშაო ადგილისა და ახალი, ძლიერი, ინოვაციური ქალაქის განვითარების გაგრძელების გარანტი გახდება.

საბედნიეროდ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ აქამდე გაწეული ინვესტიციები და ჩატარებული სამუშაოები აძლევს მას იმის საშუალებას, რომ სახელმწიფოსთვის ყველაზე ეფექტური პარტნიორი გახდეს, ანაკლიაში სამუშაოები სასწრაფოდ განახლდეს, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ქვეყნის ეკონომიკა კრიზისიდან გამოვიდეს.

პროექტი ამჟამად შეჩერებულია და მხარეთა შორის უთანხმოება არსებობს, თუმცა კონსორციუმმა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესის დაწყება გადადო. ამავდროულად, კონსორციუმმა გააჟღერა სურვილი, რომ თავიდან იქნას აცილებული საარბიტრაჟო წარმოება - რათა დავის პროცესმა კიდევ არ შეაყოვნოს ეს სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტი. ის მზად არის, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით მოიზიდოს დამატებითი ინვესტიციები და დაწყებული სამუშაოები გააგრძელოს.

ჯამურად 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის უკვე განხორციელებული და სამომავლო კერძო ინვესტიციებით, დამატებით სახელმწიფოს ინვესტიციით ანაკლიასთან დამაკავშირებელი ახალი გზისა და რკინიგზის პროექტში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და მისი მიმდებარე სპეციალური ეკონომიკური ზონა საქართველოს გადააქცევს რეგიონალური ეკონომიკის მიზიდულობის ცენტრად, განსაკუთრებით ახლა, როდესაც გლობალურად მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ახდენენ თავიანთი საწარმოო სიმძლავრეების ლოკაციების დივერსიფიცირებას და დაგეგმილია ჩინეთიდან მნიშვნელოვანი საწარმოო სიმძლავრეების გადატანა სხვა ქვეყნებში" , - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვრცლად:

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის