რომან გოცირიძე - ანაკლიის პორტი, ამ ხელისუფლების პირობებში, არასოდეს აშენდება

ანაკლიის პორტი, ამ ხელისუფლების პირობებში, არასოდეს აშენდება. გვინდა ანაკლიის პროექტი? მაშინ არ გვინდა ეს ხელისუფლება, დანარჩენი არის ილუზიები, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ანაკლიის პორტის პროექტის გაჩერებით ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის დავალება შეასრულა და ახლა ერთადერთი ძალა, რომელიც პროექტის თავიდან შემოტრიალებას აიძულებს, ხალხი და არჩევნებია.

„ანაკლიის პროექტი ივანიშვილს მის ასაშენებლად არ შეუჩერებია. ანაკლიის პორტი, ამ ხელისუფლების პირობებში, არასოდეს აშენდება. სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, ის დიდი სიკეთე, რომელიც პორტმა და მასთან დაკავშირებულმა ბევრმა სხვა პროექტმა შეიძლება მოიტანოს, არ განხორციელდება. გვინდა ანაკლიის პროექტი? მაშინ არ გვინდა ეს ხელისუფლება, დანარჩენი არის ილუზიები, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ და როგორი მოწოდებები, როგორი არგუმენტებიც არ უნდა დავდოთ. შევეშვათ არარეალისტურ გეგმებს. ხელისუფლების შეცვლის გარეშე საქართველოსი არცერთი დიდი პროექტი არ განხორციელდება, განსაკუთრებით ისეთი, როგორიც არის რუსეთის ინტერესებში. შეასრულა ივანიშვილმა რუსეთის დავალება და ახლა რა ძალა აიძულებს რომ პროექტი თავიდან შემოატრიალოს?! ერთდადერთი ძალა არის ხალხი და არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ანაკლიის პროექტი სამუდამოდ მკვდარია,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისათვის, გუშინ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა განცხადება გაავრცელა, სადაც კონსორციუმი მზადყოფნას გამოთქვამს, მთავრობასთან თანამშრომლობით დამატებითი ინვესტიციები მოიზიდოს და სამუშაოები გააგრძელოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა