ქეთევან ციხელაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან გაცნობითი ხასიათის ონლაინ შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელთან, მარეკ შჩიგელთან გაცნობითი ხასიათის ონლაინ შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე კორონავირუსის პანდემიის ფონზე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება განიხილეს, ხაზი გაესვა რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას, რომელთან გამკლავებაც, მავთულხლართების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას ყოველდღიურად უწევს. აქცენტი გაკეთდა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის პროცესთან დაკავშირებით. "ისაუბრეს ადმიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგორისა და გალის რაიონში არსებულ მძიმე მდგომარეობასა და მაცხოვრებელთა ეთნიკური ნიშნით შევიწროებას.

სახელმწიფო მინისტრმა პანდემიის პირობებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზურუნველყოფის კუთხით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხსაც. ქეთევან ციხელაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა" , - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო