თბილისსა და რეგიონებში სერვისის მიღება "სილქნეტის" მომსახურების 6 ოფისშია შესაძლებელი

თბილისსა და რეგიონებში სერვისის მიღება "სილქნეტის" მომსახურების 6 ოფისშია შესაძლებელი

თბილისში საბურთალოსა და დიდუბის მომსახურების ცენტრების შემდეგ, 15 მაისიდან საქმიანობას გლდანისა და ვარკეთილის ფილიალებიც განაახლებენ.

"სილქნეტის" ყველა მოქმედი ოფისი ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო შაბათს 10:00-16:00 საათამდე.

მომსახურების ცენტრებში დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია.

ოფისებში ერთდროულად მხოლოდ 2 აბონენტი დაიშვება. გთხოვთ, იქონიოთ პირბადე და დაიცვათ დისტანცია!

ამ ეტაპზე თბილისსა და რეგიონებში იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ემსახურებიან სერვის ცენტრები შემდეგ მისამართებზე: თბილისი ხიზანიშვილის #17

მეტრო "ვარკეთილი"ის ტერიტორია

ყაზბეგის გამზ. 14

თევდორე მღვდლის 46

ქუთაისი - თამარ მეფის 22

ბათუმი - 26 მაისი 47

ამავე დროს, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს კომპანიის ცხელი ხაზი 2100100 ფიზიკური პირებისთვის და 2100200 ორგანიზაციებისთვის, სადაც შესაძლებელია, როგორც საინფორმაციო, ისე ტექნიკური მომსახურების მიღება.

აქტიურია პორტალი mysilknet.co - რომელიც ერთგვარი ვირტუალური სერვის ცენტრია მომხმარებლებისთვის, სადაც საკუთარ ანგარიშებს თავად მართავს აბონენტი, ამოწმებს ბალანსს, ახდენს ანგარიშწორებას, პაკეტის აქტივაციას.

მობილურის ბალანსის შემოწმება, შევსება, სიახლეების, აქციების თვალის მიდევნება, პაკეტების გააქტიურება, ონლაინ დახმარების მიღება შესაძლებელია ასევე პორტალიდან და აპლიკაციიდან My Silknet.

ბალანსის შესამოწმებლად მომხმარებელს შეუძლია კომბინაციით *100#ok მიიღოს ინფორმაცია, ხოლო ინტერნეტ პაკეტების დეტალურად ნახვისთვის გამოიყენოს კომბინაცია *135#ok.მომხმარებლების განკარგულებაშია ვებ გვერდი www.silknet.com; ვებ-ჩატი (ონლაინ დახმარება) და მესინჯერი.

(R)