ირაკლი აბესაძე - როგორც არ უნდა იმართლოს თავი „ქართულმა ოცნებამ“, ან როგორც არ უნდა აკრიტიკოს პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილება, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული

გიორგი რურუას გათავისუფლების შემთხვევაში, ოპოზიციას უკვე ექნება ასპარეზი, რომ გადავერთოთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე და მეტ-ნაკლებად ნორმალურ საარჩევნო გარემოში დავამარცხოთ ივანიშვილი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. აბესაძის თქმით, როგორც არ უნდა იმართლოს თავი „ქართულმა ოცნებამ“, ან როგორც არ უნდა აკრიტიკოს პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილება, ამ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

„როგორც უნდა იმართლოს თავი „ქართულმა ოცნებამ“, რომ უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლებაში მონაწილეობა არ მიუღია, ან როგორც არ უნდა აკრიტიკოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ სიტუაციაში მიღებულ იქნა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ამას მოითხოვდა კიდეც როგორც ქართული საზოგადოება ქვეყნის შიგნით, ისე ჩვენი მეგობარი პოლიტიკოსები პარტნიორი ქვეყნებიდან. ამ გადაწყვეტილებამ გახსნა ფანჯარა იმისთვის, რომ პოლიტიკური დიალოგი საკონსტიტუციო ცვლილებებზე გაგრძელდეს იმ ერთადერთ შემთხვევაში, რომ ბოლო პოლიტიკური პატიმარი - გიორგი რურუა - ასევე გათავისუფლდება საპატიმროდან. ასეთ შემთხვევაში ოპოზიციას უკვე ექნება შესაძლებლობა და ასპარეზი, რომ გადავერთოთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე მივიყვანოთ და მეტ-ნაკლებად ნორმალურ საარჩევნო გარემოში დავამარცხოთ ივანიშვილი, რომელმაც უკვე დაკარგა როგორც ქართული საზოგადოების, ისე საერთაშორისო პარტნიორების ნდობაც,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ შეიწყალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა