გიგი უგულავა - ვისაც ჩემი გატყავება უნდა, ის ისედაც აძლევს ხმას „ოცნებას“ და ვისაც ოდნავ აზრი მოეკითხება, ვერასდროს ახსნის, რატომ ჩაიგდო ივანიშვილმა თავი ასე მძიმე მდგომარეობაში

ვისაც ჩემი გატყავება უნდა, ის ისედაც აძლევს ხმას „ქართულ ოცნებას“ და სხვა, ვისაც ოდნავ აზრი მოეკითხება, ის ვერასდროს ახსნის რატომ ჩაიგდო ივანიშვილმა თავი ასე მძიმე მდგომარეობაში და რატომ მიიღო თვითდაზიანებები საერთაშორისო თვალსაზრისით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

კითხვაზე, ნამდვილად იყო თუ არა 8 მარტის მოლაპარაკებების დროს საუბარი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, უგულავა პასუხობს, რომ ის იმ დროს უკვე ციხეში იყო.

„ამაზე ნამდვილად იყო თუ არა საუბარი, სჯობს, იმ ხალხმა ისაუბროს, ვინც 8 მარტს იქ იყო, 8 მარტს უკვე ციხეში ვიყავი, მაგრამ ის, რომ ამაზე ნამდვილად იყო თუ არა საუბარი, ალბათ სასაცილოა. მათ პასუხისმგებლობა და ვალდებულება აიღეს და ეს ჩვენი პარტნიორების განცხადებებიდანაც ცალსახად ჩანს. ხელისუფლებამ რატომ გადაწყვიტა ასე ბოდიში და „ტარანზე“ წასვლა ტყუილით, ვერ გეტყვით. პრაგმატულად ამას ახსნა არ აქვს, ვისაც ჩემი გატყავება უნდა, ის ისედაც აძლევს ხმას „ქართულ ოცნებას“ და სხვა ვისაც ოდნავ აზრი მოეკითხება, ის ვერასდროს ახსნის რატომ ჩაიგდო ივანიშვილმა თავი ასე მძიმე მდგომარეობაში და რატომ მიიღო თვითდაზიანებები საერთაშორისო თვალსაზრისით. მე რაც დავაკვირდი, ამ 8 წლის განმავლობაში, ხელისუფლებამ ამ პანდემიის დროს პირველად იგრძნო, რომ ხელისუფლება არის. სამწუხარო ისაა, რომ მათ ეს იგრძნეს იმ პირობებში, როცა ხალხი გამქრალი იყო, ოპოზიცია არ არსებობდა, ქუჩები ცარიელი იყო და პირველად აღიქვეს ეს სრულფასოვნად. პირველივე მოქმედება, რაც განახორციელეს, იყო ის, რომ მოდი, ახლა გადავაგდოთ ყველა და ყველაფერი, იმიტომ, რომ მარტო ვართ და მაგრები ვართო. ეს არის ძალიან სახიფათო ინსტინქტი, რაც ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ გამოავლინა, ამიტომ არ უნდა იყვნენ ისინი ხელისუფლებაში. მათთვის რეალურად კარგი ყოფა ხელისუფლებაში არის, როცა მარტო არიან და ამ მარტო დარჩენილებმა შეიძლება სახლი გადაწვან“, - განაცხადა უგულავამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა