აჭარაში გამოკვლეული 260 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

აჭარაში კორონავირუსის საეჭვო ნიშნის მქონე 260 პირს ბიოლოგიური ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასურდა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ბათუმის "ცხელების ცენტრში" ვირუსისთვის საეჭვო ნიშნის მქონე 29 პირს კვლევისთვის სინჯები უკვე აუღეს და დღის განმავლობაში კვლევის შედეგები გახდება ცნობილი.

აჭარაში, კლინიკა "მედალფაში" კორონავირუსით სამი ინფიცირებული მკურნალობს. რეგიონში კორონავირუსისგან საერთო ჯამში 62 პირი გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის, ორი კვირის განმავლობაში, რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

იხილეთ ვიდეო:აჭარაში გამოკვლეული 260 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა