მეუფე იაკობი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეზე - ცხოვრობ მასე?-იცხოვრე, მაგრამ რატომ აკეთებ პროპაგანდას?

ცხოვრობ მასე? იცხოვრე, მაგრამ რატომ აკეთებ პროპაგანდას? - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სასულიერო პირი რომ არ იყოს, მისთვის ასეთი ცხოვრების წესი მაინც მიუღებელი იქნებოდა.

„ჩვენთვის, არა თუ კაცის კაცთან, ქალის ქალთან, კაცის და ქალის არაქორწინებითი ურთიერთობაც ცოდვად ითვლება. როგორ შეიძლება ნებისმიერი სახის ცოდვა გამოვარჩიოთ ერთმანეთისგან, რადგან ისინი ამ ტრადიციის მიმდევრები არიან და ასე უყურებენ. ჩემთვის მიუღებელია, სასულიერო პირი რომ არ ვიყო, მაინც მიუღებელია. ცხოვრობ მასე? იცხოვრე, მაგრამ გამოხვიდე, თავს მომახვიო, რატომ აკეთებ პროპაგანდას", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ