თერჯოლაში ე.წ. ცხელების ცენტრის პაციენტს ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა

თერჯოლაში, ე.წ. ცხელების ცენტრში მოთავსებულ პირს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. 36 წლის მამაკაცი გერმანიიდან 9 მაისს ჩამოფრინდა. ის თბილისში, კარანტინში იმყოფებოდა, ფსიქიკური პრობლემების გამო, კი თერჯოლის კლინიკაში გადაიყვანეს.

კლინიკა "იმერმედის" დირექტორის დავით სარიშვილოს თქმით, მამაკაცს კორონავირუსზე აუღეს ანალიზი, უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, კი პალატაში გადაიყვანეს, სადაც მისი შემოწმება მოხდა.

მისივე ინფორმაციით, მამაკაცს 38 აბი სუბოტექსი და მარიხუანა აღმოაჩნდა, გამოიძახეს პოლიცია და ახალგაზრდა მამაკაცი წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

დირექტორის თქმით, როგორც მან სამართალდამცველებს განუცხადა, სარგებლობს ჩანაცვლებითი თერაპიის სპეცპროგრამით და მედიკამენტები სამკურნალოდ სჭირდებოდა.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია