დღეს ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა დაესწრებიან

დღეს ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება, რომელსაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი დაესწრებიან. შეხვედრა ლეიბორისტების პარტიის ოფისში 14.00 საათზე გაიმართება.

„ჩვენ უკვე სისტემატურად დავიწყებთ შეხვედრებს, ამასთან, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით გარკვეული მოცემულობა შეიცვალა და პოლიტპატიმრების ნაწილის გამოშვებამაც ახალი გარემო შექმნა, ამასაც უნდა ვუპასუხოთ , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ 18 მაისს ოპოზიციაში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების ბოლომდე შესრულების აუცილებლობაზე ერთიანი განცხადება ადრეც გაკეთდა, შესაძლოა, ამ თემაზე და კონკრეტულად გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხზე კიდევ ერთხელ დააფიქსირონ ერთიანი პოზიცია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა