დავით ჭიჭინაძე - „ოცნებას“ და ბოკერიას შორის მოლაპარაკებები ყოველთვის მიდიოდა და სწორედ ამიტომ ჩამოშორდა ის სააკაშვილს

„ოცნებას“ და ბოკერიას შორის მოლაპარაკებები ყოველთვის მიდიოდა და სწორედ ამიტომ ჩამოშორდა ის სააკაშვილს, – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე. მისივე განმარტებით, ამ ინფორმაციას აბსოლუტური სიზუსტით ფლობს, რადგან „ივანიშვილის მეორედ მობრუნებამდე საკმაოდ დაახლოებული პიროვნება იყო „ოცნების“ მთავრობის პირველ პირებთან.“

„სწორედ, „ნაცმოძრაობიდან“ გამოყოფის შემდეგ დაუბრუნეს, „ევროპული საქართველოს“ ფრთას ფული, ბიზნესი, პრაქტიკულად ყველაფერი. ამას გარდა, „ქართული ოცნება“ ხომ გვპირდებოდა ბიზნესის ხელშეწყობას და არის რამე განხორციელებული? ვინმეს ახალი ბიზნესმენი გაგიგიათ ამ ქვეყანაში? ახლაც ზუსტად ისინი არიან, ზუსტად ის ბიზნესებია, რომელიც ადრე, სააკაშვილის ხელისუფლების ფრთის ქვეშ იყო! ტენდერებსაც თბილისში, ზუსტად იგივე ადამიანები იგებენ, ვინც ადრე, ამ შემთხვევაში კი ძირითადად „ევროპილი საქართველოს“ ფრთა და ეს ყველამ იცის სახელებით და გვარებით. მოკლედ, ეს ის ორი ძალაა, რომელიც ერთმანეთის დაბალანსებით ცდილობს ხელისუფლებაში დაბინავებას, ხალხის სასიკეთოდ კი, არცერთი არაფრის გამკეთებელი არაა,“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

აღნიშნულ ინფორმაციას „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა