ნინო ბურჯანაძე - მაჟორიტარ კანდიდატებად ისეთი ადამიანები იყვნენ დასახელებულნი, რომელთა მიმართ საზოგადოებას აბსოლუტური მხარდაჭერა თუ არა, სერიოზული პრეტენზიები მაინც არ აქვს

ყველა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რათა მაჟორიტარ კანდიდატებად ისეთი ადამიანები იყვნენ დასახელებულნი, რომელთა მიმართ საზოგადოებას აბსოლუტური მხარდაჭერა თუ არა, სერიოზული პრეტენზიები მაინც არ აქვს - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია, ხელისუფლება შეიცვალოს არჩევნების გზით.

„საგანგებო განცხადებით, რომელსაც მხარი დაუჭირა ამ მაგიდის გარშემო ყველა პარტიამ, კიდევ ერთხელაა დადასტურებული, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლება შეიცვალოს მშვიდობიანი გზით, არჩევნების გზით. მთავარია, საზოგადოებას გავუწიოთ ანგარიში და ყველა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ისეთი ადამიანები იყვნენ დასახელებულნი მაჟორიტარობის კანდიდატებად რომელთა მიმართ საზოგადოებას აბსოლუტური მხარდაჭერა თუ არა, სერიოზული პრეტენზიები მაინც არ აქვს. ჩვენ რა თქმა უნდა, ვერ ვუკარნახებთ ერთმანეთს ყველა ოლქთან დაკავშირებით, მაგრამ მთელ რიგ ოლქებთან დაკავშირებით, მინიმუმ შეთანხმება შეიძლება შედგეს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

კითხვაზე, არჩევნების პროპორციულ ნაწილში გეგმავს თუ არა რომელიმე პარტიასთან გაერთიანებით მონაწილეობას, ბურჯანაძემ უპასუხა, რომ „ამაზე საუბარი ჯერ ადრეა".

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა