ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების საქმესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების საქმესთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.

ადვოკატის განმარტებით, ეს პრეზიდენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რისი შესაძლებლობაც მას არ აქვს და ზურაბიშვილმა თავისი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა.

„საჩივარი შეგვაქვს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესაძლო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით. საჩივარში ასახულია ის პროცედურული საკითხები, რაც თან ახლავს ხოლმე შეწყალებას. პრეზიდენტმა არც ერთი პუნქტი არ დაიცვა და ისე შეიწყალა ოქრუაშვილი და უგულავა. უგულავასა და ოქრუაშვილის საქმის გამოძიებაზე უამრავი რესურსი დახარჯა სახელმწიფომ, როგორც იქნა გამამტყუნებელი განაჩენი დადგა და შემდგომ ამ ადამიანების შეწყალება მოხდა. ხალხის აზრის გათვალისწინება უნდა მომხდარიყო და არ მოხდა, ეს იყო მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება რისი შესაძლებლობაც პრეზიდენტს არ აქვს,“ - აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.

მისივე თქმით, მსჯავრდებულებს პრეზიდენტისთვის არ მიუმართავთ, მათ დანაშაული არ მოუნანიებიათ და ამასთან, საქმე პრეზიდენტთან მისვლამდე შესაბამის კომისიას უნდა განეხილა, რაც ადვოკატის განცხადებით, ასევე არ მოხდა.

„გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს მსგავსი ბრალდება ჰქონდა, მას დაუდასტურეს რომ პროცედურული საკითხები არ დაიცვა და ის გაასამართლეს. მსჯავრდებულებს პრეზიდენტისთვის არ მიუმართავთ, მათ უნდა მოენანიებინათ და ეს არ მოხდა. ასევე, საქმე უნდა განეხილა შესაბამის კომისიას, მაგრამ ესეც არ მოხდა. აქედან გამომდინარე პირდაპირ სახეზეა, რომ პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა,“ - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა