გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მისი პრემიერობის კანდიდატად წარდგენის შესახებ განხილვები გაიმართა, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ძალა ერთობაშიას“ შეხვედრაზე მისი პრემიერ-მინისტრობის განდიდატად წარდგენის შესახებ განხილვები გაიმართა, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.

მისივე თქმით, აუცილებელია ოპოზიციის მხრიდან პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელება, თუმცა ვინ იქნება დასახელებული, ამის განმსაზღვრელი რეიტინგები უნდა იყოს.

„ჩემს პრემიერობას რაც შეეხება, მოგატყუებთ, რომ არ იყო საუბარი ამ საკითხზე. თემა მედია საშუალებებზე აიწია, თუმცა ამაზე გადაწყვეტილება ნამდვილად არ ყოფილა და თვითონ კითხეთ და ყველას თავისი პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ აუცილებლად უნდა დავასახელოთ პრემიერობის კანდიდატი და რეიტინგები უნდა იყოს განმსაზღვრელი, იმის ვის ვისი წარდგენა შეუძლია ამ თვალსაზრისით და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერზე ჩამოვყალიბდებით და შევთანხმდებით“, - განაცხადა ვაშაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები