დავით მათიკაშვილმა „ნაცმოძრაობას“ პოლიტიკური ეპიდემია უწოდა, რომან გოცირიძემ კი უმრავლესობის დეპუტატს - „ადამიანი ვირუსი“

თქვენ ხართ ვირუსი. სხვანაირად თქვენ რა უნდა გიწოდოთ ? დეპუტატი არ ხართ, უფლებებს აძლევთ მთავრობას. პერსონალურად თქვენი საუბარი შეიძლება შეფასდეს არა ადამიანის, არამედ, როგორც - ადამიანი ვირუსის,- ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარემ რომან გოცირიძემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს დავით მათიკაშვილს, რომელმაც პარლამენტში ბიუროს სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე დიდი პოლიტიკური ეპიდემია უწოდა.

როგორც მათიკაშვილმა საუბრისას აღნიშნა, საქართველომ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ძალიან დიდი ეპიდემია გამოიარა და ამ ეპიდემიას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნა ერქვა.

„გისმენდით ბატონო რომან და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ თქვენთვის თქვენი პარტიული ინტერესის მიღმა არაფერი არ დგას. არც ადამიანთა სიცოცხლე, არც ჯანმრთელობა და არც არაფერი. ერთადერთი კრიტერიუმი თქვენთვის წინასაარჩევნოდ ვიწროპარტიული ქულების დაწერაა. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ საქართველომ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ძალიან დიდი ეპიდემია გამოიარა. ამ ეპიდემიას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნა ერქვა, რომელსაც საქართველომ და ქართველმა ხალხმა 2012 წელს შესაბამისი განაჩენი გამოუტანა. კოვიდ-ეპიდემიამ 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა საქართველოში, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნამ ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ათასობით დასახიჩრდა, დაიკარგა საქართველოს 1/3 ტერიტორია და დღეს ამ პოლიტიკურ ძალას სურს, რომ ყოველგვარი სინანულის გარეშე გადაიაროს ეს ყველაფერი. აქეთ გვასწავლის ჭკუას, აქეთ ეუბნება ხელისუფლებას როგორ მოიქცეს. სინამდვილეში ყველაზე დიდი პოლიტიკური ეპიდემია ჩვენს რეალობაში „ნაციონალური მოძრაობაა“,-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

რომან გოცირიძემ კი მათიკაშვილს საპასუხოდ „ადამიანი-ვირუსი“ უწოდა.

„თქვენ ხართ ვირუსი. სხვანაირად თქვენ რა უნდა გიწოდოთ ? დეპუტატი არ ხართ, უფლებებს აძლევთ მთავრობას. პერსონალურად თქვენი საუბარი შეიძლება შეფასდეს არა ადამიანის, არამედ- ადამიანი ვირუსის. თქვენი დღევანდელი განცხადება არ არის პოლიტიკოსის განცხადება“,-მიმართა რომან გოცირიძემ დავით მათიკაშვილს.

იხილეთ ვიდეო: დავით მათიკაშვილმა "ნაცმოძრაობას" პოლიტიკური ეპიდემია უწოდა, რომან გოცირიძემ კი უმრავლესობის დეპუტატს - "ადამიანი ვირუსი"

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო