გიგა ბოკერია - სამარკო ნიშნად იქცა მოკლევადიანი ტყუილების თქმა ივანიშვილის გუნდის მხრიდან

სამარკო ნიშნად იქცა ასეთი მოკლევადიანი ტყუილების თქმა ივანიშვილის გუნდის მხრიდან, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, „ეს მაგალითი გვაჩვენებს, თუ როგორ გადაუვიდა ხასიათში ამ პოლიტიკურ გუნდს სიცრუის თქმა საკუთარი საზოგადოებისთვის“.

„გაუგებარია, რაში სჭირდებოდათ ეს? რას ცვლიდა ეს? ყველას გვესმის, რეალური ვითარება როგორია. სამარკო ნიშნად იქცა ასეთი მოკლევადიანი ტყუილების თქმა ივანიშვილის გუნდის მხრიდან. ჩემთვის პირადად და ჩემი გუნდისთვის არაფერს არ ცვლის ეს მორიგი სიცრუე. ქვეყანას სჭირდება სწორი ნაბიჯები, თუ უნდათ კიდევ მოიტყუონ ბევრი, ოღონდ გადადგანის ნაბიჯები, რაც სჭირდება ქვეყანას. ეს არის დარჩენილი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლება, მერე საკონსტიტუციო ცვლილებები, მერე შედარებით ნორმალური კამპანია და შეგუება ამომრჩევლების გადაწყვეტილებასთან“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, ზურაბიშვილის არჩევანი იყო შეატყობინებდა თუ არა შეწყალების შესახებ მმართველი პარტიის წევრებს.

„არ არის არაფერი არანორმალური თუ ეტყოდა სახელმწიფო ინსტიტუების ხელმძღვანელებს თავის გადაწყვეტილებას. მაგრამ გაუგებარია, ფორმალურად რომელი ინსტიტუციის ხელმძღვანელია ივანიშვილი? რა ნიშნით შეარჩია ან რატომ მთელ საპარლამენტო სპექტრს არ უთხრა? ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ ეს განცხადებაც არის კიდევ ერთი შეხსენება იმის, როგორ არანორმალურ ვითარებაში ვართ, რომ დე-ფაქტო მმართველი, რომელიც არ არის ანგარიშვალდებული პარლამენტის და საზოგადოების წინაშე, პრეზიდენტის მხრიდანაც აღიქმება, როგორც ინსტიტუტის ხელმძღვანელი და ასეთ ფრაზას ხმარობს, ეს პრობლემაა დიდი და ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს ამ ხელისფლების მშვიდობიან არჩევნებში დამარცხებაში“, - განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიას განცხადებით, ქვეყნის ამოცანაა განიმუხტოს არსებული ვითარება.

„ჩვენ ვმუშაობთ არა იმაზე, რომ ცუდად მოიქცეს ივანიშვილი და მერე მკაცრად დაისაჯოს, ეს არ არის ქვეყნის ამოცანა. ქვეყნის ამოცანაა, რომ სანამ ამის შანსი გვაქვს და გვაქვს ამის შანსი, განიმუხტოს ვითარება და არ გაიზარდოს რისკები, მით უმეტეს ქვეყანას ახლა სჭირდება საერთაშორისო დახმარება. საქართველოს ყველა მეგობარს და ქართულ საზოგადოებას აქვს მოლოდინი და მოთხოვნა, რომ ნათქვამი სიტყვა შესრულდეს, ეს სჭირდება ქვეყანას და აქედან გამომდინარე, საქართველოს მეგობრებიც თვლიან, რომ პრაგმატულად მათ ინტერესშია, რომ საქართველოში ვითარება იყოს ნორმალური. აქედან მოდის წნეხი და ეს სისულელე, რომ გარედან რატომ ერევიან ჩვენს საქმეებშიო, ამოიგდონ თავიდან, არავინ არ ერევა ჩვენს საქმეებში. ჩვენი საზოგადოების არჩევანია, რომ ვიყოთ იმ სამყაროს ნაწილი, სადაც არის თამაშის წესები და სადაც ადამიანები ცხოვრობენ უფრო ღირსეულად, თავისუფლად და კეთილდღეობით, ვიდრე პუტინის რუსეთში ან მითუმეტეს, ჩრდილოეთ კორეაში“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს წინასწარ შეატყობინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა