საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ ფარგლებში საგრანტო პროექტს იწყებს, რომლის მიზანი საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეებისთვის ადგილზე ქმედითი დახმარების გაწევაა. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ განაცხადა.

პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით, დაფინანსდება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ წარდგენილი ის პროექტები, რომლებიც კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის შემდგომ პერიოდში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებასა და აგრეთვე, მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების/გაერთიანებების ფუნქციონირების ხელშეწყობაზე იქნება მიმართული.

უწყების ცნობით, კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები.

„პროექტების განხორციელების ვადა განისაზღვრება მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე, ხოლო მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ 2020 წლის 31 დეკემბრამდე ცხოვრების უფლება. საგრანტო განაცხადების წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: grantebi@mfa.gov.ge წარსადგენი დოკუმენტების და სხვა დამატებითი პირობების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს მითითებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულები COVID-19 პანდემიის დროს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნებისა და დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად მათთვის ადგილზე დახმარების გაწევის მიზნით, მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასულები. სახელმწიფო საგრანტო პროგრამას - „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2019 წლიდან ახორციელებს“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა