აშშ-ის ელჩის განცხადებით, საქართველოსთვის გაწეული დახმარება საკმაოდ მოცულობითი და ფართოა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოსთვის გაწეული დახმარება საკმაოდ მოცულობითი და ფართოა. მისი თქმით, რიგ შემთხვევაში სხვადასხვა პროექტები შეიცვალა და ახლად წარმოქმნილი საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ მიიმართა.

„დახმარება არის საკმაოდ მოცულობითი და ფართო სხვადასხვა მიმართულებით. რიგ შემთხვევაში ჩვენ არსებული პროექტები გამოვიყენეთ იმისთვის, რომ შეგვეცვალა ისინი და გადაგვემისამართებინა ახლად წარმოქმნილ საჭიროებებზე. ჯანდაცვის მიმართულებებზე USAID-მა დაახლოებით 2 მილიონ 700 ათასი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განახორციელებს სხვადასხვა პროექტებს ჯანდაცვის მიმართულებით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, ჯანდაცვის სფეროში ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაწეული დახმარება, რომელიც მოხმარდება ვირუსის გავრცელების პრევენციას, სამედიცინო პერსონალის გადამზადებას და ასევე, ეპიდზედამხედველობის სხვადასხვა მიმართულებებს. ასევე, 500 ათასი ლარის ოდენობის დამცავი აღჭურვილობა გადავეცით სამინისტროებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წინა ხაზზე იბრძოდნენ და ახორციელებდნენ დახმარებას. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ჩვენი თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან და ისეთ სფეროებში, როგორიც არის სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ხელმისაწვდომობა კრედიტებზე. ასე რომ, ძალიან მრავალმხრივია ეს დახმარება, ალბათ, გამიჭირდება ერთიანობაში დასახელდეს რაოდენობა იმიტომ, რომ მრავალი სხვადასხვა წყაროდან მომდინარეობს და ჩვენს კოლეგებთან, სხვადასხვა დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან - გაეროსთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ევროკავშირთან ერთად ვცდილობთ უზრუნველვყოთ დახმარება ისეთი მიმართულებებით, სადაც ეს აუცილებლობას წარმოადგენს,“- განაცხადა კელი დეგნანმა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

აშშ-ის ელჩის განცხადებით, საქართველოსთვის გაწეული დახმარება საკმაოდ მოცულობითი და ფართოა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოსთვის გაწეული დახმარება საკმაოდ მოცულობითი და ფართოა. მისი თქმით, რიგ შემთხვევაში სხვადასხვა პროექტები შეიცვალა და ახლად წარმოქმნილი საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ მიიმართა.

„დახმარება არის საკმაოდ მოცულობითი და ფართო სხვადასხვა მიმართულებით. რიგ შემთხვევაში ჩვენ არსებული პროექტები გამოვიყენეთ იმისთვის, რომ შეგვეცვალა ისინი და გადაგვემისამართებინა ახლად წარმოქმნილ საჭიროებებზე. ჯანდაცვის მიმართულებებზე USAID-მა დაახლოებით 2 მილიონ 700 ათასი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განახორციელებს სხვადასხვა პროექტებს ჯანდაცვის მიმართულებით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, ჯანდაცვის სფეროში ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაწეული დახმარება, რომელიც მოხმარდება ვირუსის გავრცელების პრევენციას, სამედიცინო პერსონალის გადამზადებას და ასევე, ეპიდზედამხედველობის სხვადასხვა მიმართულებებს. ასევე, 500 ათასი ლარის ოდენობის დამცავი აღჭურვილობა გადავეცით სამინისტროებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წინა ხაზზე იბრძოდნენ და ახორციელებდნენ დახმარებას. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ჩვენი თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან და ისეთ სფეროებში, როგორიც არის სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ხელმისაწვდომობა კრედიტებზე. ასე რომ, ძალიან მრავალმხრივია ეს დახმარება, ალბათ, გამიჭირდება ერთიანობაში დასახელდეს რაოდენობა იმიტომ, რომ მრავალი სხვადასხვა წყაროდან მომდინარეობს და ჩვენს კოლეგებთან, სხვადასხვა დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან - გაეროსთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ევროკავშირთან ერთად ვცდილობთ უზრუნველვყოთ დახმარება ისეთი მიმართულებებით, სადაც ეს აუცილებლობას წარმოადგენს,“- განაცხადა კელი დეგნანმა.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო