ნაძალადევის რაიონში კორპუსების მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა 4 მისამართზე მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, ამ ეტაპზე, 4 კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ერთ-ერთი პროექტი გურამიშვილის გამზირის N39ბ და N39ვ-ში ხორციელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ორივე კორპუსში წყალარინების შიდა და გარე ქსელი სრულად შეიცვალა. 670 გრძივი მეტრი ახალი მილები მოეწყო და 14 საკომუნიკაციო ჭა დამონტაჟდა. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„აქტიურად ვაგრძელებთ კორპუსების დაზიანებული კომუნიკაციების რეაბილიტაციას. კონკრეტულად ამ პროექტით ორი კორპუსის მოსახლეობას, 140 ოჯახს მოუგვარდება პრობლემები. წყალარინების ქსელის შეცვლის შემდეგ, ასფალტის საფარიც დაიგება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, ორივე კორპუსის ქსელის შეცვლისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 120 000-მდე ლარს დახარჯავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა