„ლელოს“ წევრების განცხადებით, მოსწავლეებს და სტუდენტებს ხელი არ მიუწვდებათ ინტერნეტზე და ჩამოშორებული არიან სასწავლო პროცესს

სახეზე გვაქვს ვითარება, როდესაც სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს ხელი არ მიუწვდებათ ინტერნეტზე, კომპიუტერულ საშუალებებზე და სრულიად არიან ჩამოშორებული სასწავლო პროცესს, რაც ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფ განათლების სისტემას კიდევ უფრო დიდი დარტყმის წინაშე აყენებს, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, „ლელომ“ 13 აპრილს განათლების სამინისტროსგან კომპიუტერის მქონე მოსწავლეების სტატისტიკა გამოითხოვა, თუმცა პასუხად მხოლოდ პრესკონფერენციებზე "თვითტკბობის" მაგალითები იხილეს.

„ჩვენ დღეს გვინდა გამოვეხმაუროთ იმ სერიოზულ კრიზისს რომელიც შეიქმნა განათლების სისტემაში კორონავირუსიდან გამომდინარე და იმ ქმედებებს რომელსაც განათლების სამინისტრო არ აკეთებს ამ კრიზისის აღმოსაფხვრელად. სახეზე გვაქვს ვითარება როდესაც სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს ხელი არ მიუწვდებათ ინტერნეტზე, კომპიუტერულ საშუალებებზე და სრულიად არიან ჩამოშორებული სასწავლო პროცესს, რაც ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფ განათლების სისტემას კიდევ უფრო დიდი დარტყმის წინაშე აყენებს. დიდი ხანია ჩვენ ვითხოვთ ინფორმაციას სამინისტროდან იმ ადამიანების რაოდენობის შესახებ, ვისაც ხელი მიუწვდებათ კომპიუტერზე და ინტერნეტზე, 13 აპრილს მივმართეთ განათლების სამინისტროს მაგრამ ჩვენი ეს მოთხოვნა უპასუხოდ რჩება. პასუხად პრესკონფერენციებზე თვითტკბობის მაგალითებს ვხედავთ ხოლმე,“ - განაცხადა საბა ბუაძემ.

მისი აზრით, მნიშვნელოვანია განათლების სამინისტრომ პოსტკრიზისულ პერიოდში მოქმედების გეგმა წარმოადგინოს.

„ჩვენ არ მოგვისმენია იმის შესახებ თუ რას გეგმავენ განათლების სამინისტროში პოსტკრიზისულ პერიოდში სასწავლო პროცესის აღდგენისთვის. დღეს, სკოლებს არ მიუწვდებათ ხელი ელემენტარულ სანიტარულ ინფრასტრუქტურაზე, დიდ ნაწილში არ არის წყალი, რაც კიდევ ერთხელ უფრო დაუცველს ტოვებს ჩვენს მოსწავლეებს პანდემიის სამომავლო რისკებისაგან,“ - აღნიშნა საბა ბუაძემ.

"ლელოს" კიდევ ერთმა წევრმა, ირაკლი კუპრაძემ კი განაცხადა, რომ აღნიშნული კრიზისის ფონზე კიდევ უფრო უტიფარია განათლების სამინისტროს მხრიდან იმის წარმოდგენა, თითქოს ონლაინსწავლების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

კუპრაძის თქმით, განათლების სამინისტროს წარმატების თვლადი შედეგები არ არსებობს და გაუგებარია როგორ ხდება ამ წარმატების გაზომვა.

„15 მაისს განათლების სამინისტროს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოება, მათ შორის პოლიტიკური ჯგუფები ველოდით მათგან რეალურ ანტიკრიზისულ გეგმას, თუ როგორ უნდა გადავსულიყავით ონლაინსწავლების წარმატებულ მეთოდიკაზე. ასევე ველოდით სტატისტიკას, თუ რამდენი ადამიანი ვერ იღებს რეალურ განათლებას, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს ინტერნეტის, ან კომპიუტერული ტექნიკის არარსებობა. ამის ნაცვლად ჩვენ ვნახეთ განათლების სამინისტროს უტიფარი განცხადებები არარსებულ წარმატებასა და გამარჯვებაზე, რომელზეც თვლადი შედეგები არ არსებობს, გაუგებარია როგორ ხდება ამ წარმატების გაზომვა განათლების სამინისტროს მხრიდან,“ - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.

მისი აზრით, განათლების სამინისტრო საზოგადოების წინაშე ყოველდღიურ რეჟიმში უნდა წარდგეს, რადგან ეს ჩვენს ახალ თაობას, განათლებას და მომავლის მიმდინარე პროცესებს ეხება.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს