ნათია თურნავას განცხადებით, გურიაში ამერიკული ინვესტიციით 12 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური, „ბახვი1“ აშენდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, გურიაში ჰიდროელექტროსადგურის „ბახვი 1“ პროექტის განხორციელება იგეგმება.

როგორც თურნავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების ინვესტიციით განხორციელდება.

„მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ და მოვიწონეთ ენერგეტიკული პროექტი, ეს არის „ბახვი 1“-ის მცირე ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, 12 მეგავატი, გურიაში ჩოხატაურის რაიონში. ეს პროექტი მნიშვნელოვანია ჩვენთვის არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ქართული წარმოება, ადგილობრივი ელექტროენერგია, მწვანე ენერგია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის სულ მცირე 20 ადამიანის სამუშაო ადგილი, რომელიც შეიქმნება გურიაში, არამედ მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ეს პროექტი განხორციელდება აშშ-ის ინვესტიციებით. პროექტის ინიციატორი გახლავთ აშშ-ის ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო ფონდი „ცერბერუს კაპიტალ მენეჯმენტი“. უფრო სწორად, მისი აფილირებული კომპანია „ცერბერუს ფრონტიერი“, რომელიც ახორციელებს საქართველოში ენერგეტიკის სფეროში პროექტებს. ეს იქნება ამ კომპანიის მე-5 პროექტი ენერგეტიკის სფეროში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკულ კომპანიას და ინვესტორებს აქვთ სურვილი გააფართოონ თავისი ინვესტიციები საქართველოში, მიუხედავად კორონავირუსისა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთან არსებული საინვესტიციო გარემო არის ძალიან მიმზიდველი სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელი ინვესტორებისთვის და მათ შორის ამერიკელებისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს პეროდში პროექტი შესწავლის ეტაპიდან გადავიდეს მშენებლობის ეტაპზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს