ზურაბ ჯაფარიძე საპატრიარქოსთან ბანერით „ღმერთის არ გწამთ?!“ მივიდა

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საპატრიარქოსთან ბანერით „ღმერთის არ გწამთ?!“ მივიდა.

მისი განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ მხარდაჭერაში უცვლიან ტერიტორიებს, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეებს ეკუთვნის.

„ეს აქცია უკავშირდებოდა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საპატრიარქოს თითოეული ეკლესიის გარშემო გადაეცემა 20 ჰექტრამდე ტერიტორია. თუმცა, მე ზოგადად ვაპროტესტებ კონკორდატის არსებობას საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, რომლითაც გამომდინარეობს უამრავი პრივილეგიები და საპატრიარქო იყენებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური ძალაუფლება მოიპოვოს. „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ მხარდაჭერაში უცვლიან ტერიტორიებს, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეებს ეკუთვნის და არავის აქვს უფლება, რომ ამ მოქალაქეების საკუთრებით პოლიტიკურად ივაჭროს,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი „საქართველოს ტყის კოდექსსა“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს იხილავს. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

პროექტის მიხედვით, ეკლესიისთვის ტყის ფართობის გადაცემა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“