თამარ ჩუგოშვილი ხუნდაძეს - რისი შეზღუდვა გინდათ, რატომ არის ის რაღაც იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ფუნდამენტი უნდა დავარღვიოთ ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების გადანაწილების

რისი შეზღუდვა გინდათ, რასაც ეს ჩანაწერი არ ფარავს და რატომ არის ის რაღაც იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ფუნდამენტი უნდა დავარღვიოთ ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების გადანაწილების,- ასე მიმართა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის შესახებ კითხვით დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს.

ამასთანავე, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ დღეს ქვეყანაში არ არის ისეთი ვითარება, რომელიც აუცილებელს ხდის ან ამართლებს ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რომელიც „თავდაყირა აყენებს“ ქვეყანაში ძალაუფლების გადანაწილებას შტოებს შორის. ჩუგოშვილმა იმედი გამოთქვა, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო მას მალევე გააუქმებს.

„პირველ რიგში, ყველამ, ამ დარბაზში იცის, რომ ეს კანონპროექტი ინიცირებული ფორმით, არის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან და ეს არის ძალიან ნათელი. დღეს მოქმედ კანონში „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ უკვე არის ჩანაწერი, ამ კანონით უკვე არის უზრუნველყოფილი საკარანტინო ღონისძიებები, არის ვალდებულება პირების, არ განახორციელონ ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის დაავადების გავრცელების საფრთხეს, ჩაიტარონ ყველა აუცილებელი პროცედურა, შეწყვიტონ ნებისმიერი საქმიანობა, ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირებმა, რომელი საქმიანობაც, შეიძლება საფრთხის შემქმნელი იყოს. არსებობს ვალდებულება, რომ ყველამ დაიცვას სანიტარული და ეპიდემიოლოგიური რისკების შემთხვევაში გარკვეული წესები. ეს ყველაფერი არის უკვე უზრუნველყოფილი. რისი შეზღუდვა გინდათ, რასაც ეს ჩანაწერი არ ფარავს და რატომ არის ის რაღაც იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ფუნდამენტი უნდა დავარღვიოთ ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების გადანაწილების და ფუნდამენტური პრობლემა უნდა შევქმნათ ჩვენ იმაში თუ რა არის პარლამენტის როლი ქვეყანაში, რა არის მთავრობის როლი და შემოვიღოთ საკმაოდ სახიფათო კანონი, რომელსაც თქვენ, რა თქმა უნდა, მიიღებთ. დიდი იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მალევე გააუქმებს ამას იმიტომ, რომ ეს აუცილებლად გახდება საკონსტიტუციო სასამართლოში მსჯელობის საგანი,“- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ