ნათია თურნავას ინფორმაციით, „ვიზეარი“ მზადაა, პირდაპირი ფრენები აღადგინოს, მათ შორის ვილნიუსსა და ქუთაისს შორის

„ბალტიის ქვეყნებმა ერთმანეთთან უკვე გახსნეს მიმოსვლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ მზად ვართ, თითოეულ მათგანთან ტურისტების მიმოსვლა აღვადგინოთ. ძალიან კარგია, რომ ავიაკომპანია „ვიზეარმა“ დაადასტურა მზადყოფნა, რომ აღადგინოს პირდაპირი ფრენები, მათ შორის, ვილნიუსსა და ქუთაისს შორის,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრმა ლიეტუვას ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ჟიგიმანტას ვაიჩიუნასთან ონლაინ შეხვედრა გამართა. აღნიშნული სამინისტრო ლიეტუვაში ასევე კურირებს ტურიზმის სექტორს. „შეხვედრაზე ჩვენ გავცვალეთ ერთმანეთში მოლოდინები გაიდლანებსა და პროტოკოლებთან მიმართებაში, კერძოდ, რა უნდა იყოს დაცული იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთან შემოვა უცხოელი ტურისტი ან ჩვენი მოქალაქე გავა საზღვარგარეთ. კარგია, რომ ჩვენი ხედვა ერთმანეთს ემთხვევა და ჩვენ ლიეტუვას მხარესთან ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ