დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, შეზღუდვების შესახებ კანონპროექტში სახალხო დამცველის რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი გაითვალისწინა

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, შეზღუდვების შესახებ კანონპროექტში სახალხო დამცველის რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი გაითვალისწინა. როგორც ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უკვე წარმოდგენილია სახეცვლილი და დაზუსტებული კანონპროექტი.

"გუშინდელი სასესიო განხილვის შემდეგ შედგა კომუნიკაცია სახალხო დამცველთან, მისი რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი არის გათვალისწინებული, ჩაშლილია ყველა ის დეტალი, სადაც კითხვის ნიშნები იყო და გამოითქვა შენიშვნები სესიაზეც, ასევე რაც ჰქონდა სახალხო დამცველს წარდგენილ წერილში, ჩვენ ეს გავითვალისწინეთ, წარმოდგენილია უკვე სახეცვლილი, ანუ უფრო მეტად დაზუსტებული ვარიანტი კანონპროექტის. რაც შეეხება ვადას, დღეს 11 საათზე გვაქვს საკოორდინაციო საბჭო, სადაც ეპიდემიოლოგებთან ერთად გავივლით, რომ ეს იყოს გონივრული და კანონპროექტმა მთავარ მიზანს მიაღწიოს, რომ რისკები მოსახლეობის დაინფიცირების იყოს მინიმალური", - განაცხადა ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენმა პარლამენტს მიაწოდა რეკომენდაციები, რა კრიტერიუმები უნდა იყოს კანონპროექტში გათვალისწინებული, რათა უფლების შეზღუდვა კონსტიტუციურად და ლეგიტიმურად ჩაითვალოს. სახალხო დამცველის აზრით, მნიშვნელოვანია კანონით ნათლად განისაზღვროს მთავრობისათვის/სამინისტროსათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და მიეთითოს, რომ შეზღუდვა უნდა იყოს დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი, არადისკრიმინაციული, პროპორციულად შემზღუდველი, რათა დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს. ასევე აუცილებელია ყველა შეზღუდვის დასაბუთება და გარკვეული ბუნდოვანი დებულებების განმარტება კანონპროექტში. წერილობით მოსაზრებაში სახალხო დამცველი ხაზს უსვამს სასამართლო კონტროლის მნიშვნელობას. პირველ რიგში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია იზოლაციისა და საკარანტინე ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა იყოს მკაფიო, მოთავსებულ პირთა სამართლებრივი დაცვის გარანტიები გაძლიერდეს და შემოღებულ იქნას ეფექტიანი გასაჩივრების მექანიზმი. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობას ამ კანონპროექტით ენიჭება განსაკუთრებული უფლებამოსილებები, მნიშვნელოვანია კანონმდებელმა შექმნას შესაბამისი გარანტიები აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებებში ჩარევის შემთხვევებზე ეფექტური მართლმსაჯულების განსახორციელებლად (შემცირებული სასამართლო განხილვის ვადების შემოღების გზით). საქართველოს სახალხო დამცველმა წარმოადგინა ასევე მოსაზრებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მოსამართლეს ენიჭება დისტანციური სასამართლო პროცესების გამართვის შესაძლებლობა. "მიგვაჩნია რომ აუცილებელია კანონპროექტის მოდიფიცირება და მხოლოდ ისეთი სხდომების ჩატარება დისტანციურად, რომელთა გადადებაც გამოუსწორებელ ზიანს გამოიწვევს", - მიიჩნევს სახალხო დამცველი.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს