დღეს სპეცრეისით რომიდან საქართველოს 180-მდე მოქალაქე დაბრუნდება

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დღეს სპეცრეისით რომიდან საქართველოს 180-მდე მოქალაქე დაბრუნდება.

„სიმბოლურია, რომ დღეს როდესაც საგანგებო სიტუაცია სრულდება ჩვენ ამ სპეციალურ რეისებს ვასრულებთ რომიდან რეისით, რომლითაც 180-მდე ჩვენი მოქალაქე დაბრუნდება სამშობლოში. იტალიიდან ამ პერიოდის განმავლობაში შესრულდა 4 რეისი, გარდა ამისა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ისეთი მძიმე რეგიონებიდან როგორიც იყო ესპანეთი, ჩვენ შევასრულეთ რეისი როგორც მადრიდიდან ისე ბარსელონადან და ვფიქრობ, ის გამოხმაურება, რომელიც გვაქვს ჩვენი მოქალაქეებისგან მიანიშნებს, რომ ეს პროცესი იყო უაღრესად წარმატებული. რა თქმა უნდა, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც გარკვეული პრობლემები ჰქონდათ გამგზავრებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი დიპლომატიური მისიები, საკონსულო სამსახურები მაქსიმუმს აკეთებდნენ,“- აღნიშნა ზალკალიანმა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესზე საუბრისას.

ვაჟა ბერიძე - საით, ღვთისმშობლის წილხვედრო ქვეყანავ? არსაით?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.09.2025
პროკრედიტ ბანკმა თელავში ახალი ფილიალი გახსნა
წინანდალი ქართული სცენოგრაფიის რეფორმატორის, ირაკლი გამრეკელის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს