ანრი ოხანაშვილი - 15 ივლისამდე ვერ მივცემთ მოქალაქეებს ისეთი თავშეყრის გამართვის შესაძლებლობას, როგორიც არის ქორწილები და ხალხმრავალი ღონისძიებები

15 ივლისამდე ჩვენ ვერ მივცემთ ჩვენს მოქალაქეებს ისეთი თავშეყრის გამართვის შესაძლებლობას, როგორიც არის ქორწილები და ხალხმრავალი ღონისძიებები, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

დეპუტატმა იმ შეზღუდვების შესახებ ისაუბრა, რომლის დაწესების საშუალებასაც კანონი მთავრობას აძლევს.

„დღეს, ღამის თორმეტ საათზე სრულდება საგანგებო მდგომარეობა. შესაბამისად, ხვალიდან ჩვენ ვიწყებთ განსხვავებულ რეჟიმს, ვიდრე ეს იყო საგანგებო მდგომარეობის პირობებში. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, ის რეკომენდაციები იყოს დაცული, რომელიც აუცილებელია პანდემიის პირობებში. შეზღუდვებს რაც შეეხება, რომელიც ჩვენს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შედეგად, ხვალიდან იქცევა კანონად, შეეხება მიმოსვლის თავისუფლებას, შესაძლებელია, შეეხოს საკუთრების უფლებას, აქ მნიშვნელივანია, რომ შეზღუდვები არის დროებითი, 15 ივლისამდე მოქმედი, რათა ჩვენ უზრუნველვყოთ საზღვარგარეთიდან ჩამოსული პირის გადაყვანა საკარანტინო სივრცეში, ვინაიდან ასეთი პირები შესაძლებელია იყვნენ რისკ- ჯგუფში და ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას, რომ ისინი უკონტროლოდ დავტოვოთ და შევქმნათ დაავადების გავრცელების რისკი. ასევე, ჩვენ ვერ მივცემთ ჩვენს მოქალაქეებს ჯერ კიდევ, 15 ივლისამდე ისეთი თავშეყრის ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობას, როგორიც არის ქორწილები და ხალხმრავალი ღონისძიებები, იმისთვის, რომ დავიცავთ ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი, რომლის გარდამავალ დებულებაში ჩაიწერა, რომ შემზღუდავი ღონისძიებების გატარება 15 ივლისამდე იქნება შესაძლებელი.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ