კიევში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

კიევში, საპროტესტო აქცია სახელწოდებით „უკრაინა შეეწინააღმდეგება“ მიმდინარეობს. აქცია ინიციატივის „არა კაპიტულაციას“ ფარგლებში, იმართება.

სააგენტო „უნიანის“ ინფორმაციით, შეკრებილებს თან სხვადასხვა პარტიების დროშები აქვთ.

მონაწილეები უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის მოუწოდებენ, შეწყვიტოს რუსეთის წინაშე კაპიტულაციის პოლიტიკა.

„მოსკოვთან მოლაპარაკებები მხოლოდ იმაზე შეიძლება იყოს, რომ დამპყრობელმა რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები და უკრაინას ზარალი აუნაზღაუროს“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ისინი პრეზიდენტისგან, ასევე მოითხოვენ, გაათავისუფლოს „დაუსაბუთებლად დაკავებული მაიდნელები და მოხალისეები, შეწყდეს პატრიოტთა პოლიტიკური დევნა“.

მოთხოვნათა შორისაა „შეწყდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საბოტაჟი და განახლდეს უკრაინის ნატო-სთან და ევროკავშირთან დაახლოება, ჩამოშორდნენ ოლიგარქები სახელმწიფო მმართველობას, დაუყოვნებლივ ჩამოშორდეს პრეზიდენტის ოფისს ანდრეი ერმაკი და სხვა კორუფციონერები.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს