თბილისის სააპელაციო სასამართლო დღეიდან მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვას იწყებს

25 მაისიდან თბილისის სააპელაციო სასამართლო მიხეილ კალანდიას სააპელაციო საჩივრის განხილვას იწყებს. როგორც ზურაბ თოდუა განმარტავს, დაცვის მხარე სასამართლოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული ყველა მასალის ხელახლა გამოკვლევის შუამდგომლობით მიმართავს.

სხდომა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 25 მაისს, 14:00 საათზეა დანიშნული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განუცხადა, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებული მიხეილ კალანდია ითხოვს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მისი სასამართლო პროცესები დისტანციურ რეჟიმში არ წარიმართოს.

ცნობისთვის, 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეეფარდა.

იხილეთ ვიდეო:სააპელაციო სასამართლო მიხეილ კალანდიას საქმის განხილვას იწყებს

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს