რუსეთის პრემიერი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, საზღვარგარეთ დასვენება არ დაგეგმონ

რუსეთის პრემიერ-მინისტრი, მიხეილ მიშუსტინი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკაონ საზღვარგარეთ მოგზაურობის დაგეგმვისგან, რადგან ვირუსის გავრცელების მინიმალური რისკებიც უნდა გამოირიცხოს.

„დიახ, გარკვეული წინსვლა მიღწეულია კორონავირუსული ინფექციის გავრცელებასთან ბრძოლაში, მაგრამ ჩვენ გვახსოვს, რომ კორონავირუსული ინფექცია შემოტანილი იქნა საზღვარგარეთიდან, ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, თავი შეიკავოთ უცხოეთში ტურისტული მოგზაურობისგან”, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ხალხმა საკუთარ არდადეგებზე ფიქრი დაიწყო. როგორც მიშუსტინმა აღნიშნა, ბევრი ქვეყნისთვის ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ არაერთმა მათგანმა ტურისტების მიღების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ვერავინ მისცემს ტურისტს გარანტიას, რომ არ დაინფიცირდება.

„გთხოვთ, ნუ აჩქარდებით. რამდენიმედღიანი დასვენების გამო შესაძლოა, ძალიან დიდი ფასის გადახდა მოგიწიოთ“,-აღნიშნა მიშუსტინმა.

ცნობისთვის, რუსეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზე იმყოფება. რუსულმა დამოუკიდებელმა მედიამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი სავარაუდოდ მკვეთრად აღემატება ქვეყნის ოფიციალურ მონაცემებს.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

რუსეთის პრემიერი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, საზღვარგარეთ დასვენება არ დაგეგმონ

რუსეთის პრემიერ-მინისტრი, მიხეილ მიშუსტინი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკაონ საზღვარგარეთ მოგზაურობის დაგეგმვისგან, რადგან ვირუსის გავრცელების მინიმალური რისკებიც უნდა გამოირიცხოს.

„დიახ, გარკვეული წინსვლა მიღწეულია კორონავირუსული ინფექციის გავრცელებასთან ბრძოლაში, მაგრამ ჩვენ გვახსოვს, რომ კორონავირუსული ინფექცია შემოტანილი იქნა საზღვარგარეთიდან, ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, თავი შეიკავოთ უცხოეთში ტურისტული მოგზაურობისგან”, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ხალხმა საკუთარ არდადეგებზე ფიქრი დაიწყო. როგორც მიშუსტინმა აღნიშნა, ბევრი ქვეყნისთვის ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ არაერთმა მათგანმა ტურისტების მიღების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ვერავინ მისცემს ტურისტს გარანტიას, რომ არ დაინფიცირდება.

„გთხოვთ, ნუ აჩქარდებით. რამდენიმედღიანი დასვენების გამო შესაძლოა, ძალიან დიდი ფასის გადახდა მოგიწიოთ“,-აღნიშნა მიშუსტინმა.

ცნობისთვის, რუსეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზე იმყოფება. რუსულმა დამოუკიდებელმა მედიამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი სავარაუდოდ მკვეთრად აღემატება ქვეყნის ოფიციალურ მონაცემებს.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი