ეროვნული ბიბლიოთეკისა და ჰერალდიკის სახელმწიფოს საბჭოს ერთობლივი ონლაინ გამოფენა რუსუდან ასათიანის ხელშეწყობით შეიქმნა

ეროვნული ბიბლიოთეკისა და ჰერალდიკის სახელმწიფოს საბჭოს ერთობლივი ონლაინ გამოფენა ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილების უფროსის, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტის რუსუდან ასათიანის ხელშეწყობით შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჰერალდიკის სახელმწიფოს საბჭო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს რესპუბლიკის 100 წელმა ასახვა ჰპოვა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების ისტორიაში.

„როგორ შეიქმნა სახელმწიფოებრიობის მთავარი იდეა - საქართველოს სახელმწიფო გერბი, ვინ იყო მისი პირველი ავტორი და როგორ ჩამოყალიბდა დღევანდელი სრულყოფილის სახით და დადგინდა. საქართველოს სახელმწიფო დროშის შექმნა, მისი გაუქმება და ხელახლა აღდგენა დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, საბოლოოდ ისტორიული მრავალსაუკუნოვანი დროშის მიკვლევა დასავლეთ ევროპის წიგნსაცავებში და მისი დადგენა სახელმწიფოებრიობის მთავარ ეროვნულ სიმბოლოდ.

სახელმწიფო ჰიმნი, ასევე სახელმწიფოს სხვა მნიშვნელოვანი სიმბოლოები მუნიციპალიტეტების გერბები, სახელმწიფო ჯილდოები, საბრძოლო დროშები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://www.nplg.gov.ge/exhibitions/heraldika, სადაც ასევე წარმოდგენილია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მასალები: სახელმწიფო სიმბოლოების ესკიზები, კანონები, ისტორიული საზღვაო რუკები და ატლასები, პარლამენტის დადგენილებები... ყველაფერი, რაც სრულყოფილ წარმოდგენას ქმნის საქართველოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობის და ჰერალდიკური მემკვიდრეობის შესახებ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება