პრემიერი 26 მაისს დროშების ჩამოკიდებაზე - როდესაც ქვეყანა ებრძვის გლობალურ პანდემიას, არ ვთვლი, რომ ეს პრინციპული საკითხია

იმ დროს, როდესაც ქვეყანა გლობალურ პანდემიას ებრძვის, არ ვთვლი, რომ ეს პრინციპული საკითხია, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას კითხვას, რატომ არ ჩამოკიდეს 26 მაისს დროშები.

როგორც გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ვინაიდან, ქვეყანაში სოციალური ცხოვრება შეზღუდულია, 26 მაისს ყველაფერი ლიმიტირებულად გაკეთდა.

“ნუ, ახლა, სხვა თუ არაფერი გაქვთ, რომ ეროვნული დროშები რატომ არ ჩამოვკიდეთ... ჩვენ აბსოლუტურად გააზრებულად გავაკეთეთ ასეთი რამ - 26 მაისი აი, ასეთ დროს, როდესაც სოციალური ცხოვრება შეზღუდულია, ეს ყველაფერი გავაკეთეთ ლიმიტირებულად. ვთვლი, რომ ეს იყო სწორი. დავზოგეთ ბევრი რამ. შესბამისად, იმ დროს, როდესაც ქვეყანა ებრძვის გლობალურ პანდემიას, არ ვთვლი, რომ ეს პრინციპული საკითხია”, - განაცხადა გახარიამ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს