ლელა სტურუა - თამბაქოს მოხმარებით საქართველოში 11 400 ადამიანი იღუპება, აქედან 300 ბავშვია

თამბაქოს მოხმარებით საქართველოში 11400 ადამიანი იღუპება, აქედან 300 ბავშვია , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ლელა სტურუამ „ფეისბუქლაივისას“ განაცხადა.

როგორც სტურუამ აღნიშნა, საქართველოში თამბაქოს მოხმარებით ყოველი მეოთხე ადამიანი იღუპება, ხოლო 3000-მდე - თამბაქოს პასიური მოქმედებით.

„წელს კოვიდპერიოდში ძალიან ბევრმა ინდუსტრიამ შეცვალა თავისი მოქმედება, ბიზნესი. ღვინის და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიამ დაიწყო სადეზინფექციო ხსნარების წარმოება, ტექსტილზე და მსუბუქ მრეწველობაზე მომუშავეებმა ნიღბების, მაგრამ თამბაქოს ინდუსტრიამ არაფერი შეცვალა, პირიქით, უფრო გააძლიერა თავისი მარკეტინგული, ლობისტური მოქმედებები. გვესმის, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა, მით უმეტეს დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყანა იძულებულია თავისი ეკონომიკური მდგომარეობის გამო გარკვეული შენაწირები მიიღოს თამბაქოს ინდუსტრიისგან, მაგრა ეს უკან არ აგდებს იმ ფაქტს, რომ თამბაქოს მოხმარებით იღუპება 8 მილიონი ადამიანი მსფოლიოში, ხოლო საქართველოში 11400 ადამიანი. ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, 3000-მდე იღუპება თამბაქოს პასიური მოქმედებით, აქედან 300 ბავშვია. ყოველდღე თამბაქოს ინდუსტრიის ხრიკების და მისი ლობისტური ქმედებების გამო გვეღუპება ერთი ბავშვი ქვეყანაში, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია“, - განაცხადა ლელა სტურუამ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ