რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 400 000-ს გადააჭარბა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის კიდევ 9 268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციაში კოვიდ ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 405 843-ს შეადგენს.

ამ მონაცემით, რუსეთი აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

ყველაზე მეტად ვირუსი მოსკოვში გავრცელდა, სადაც 180 000-ზე მეტ ადამიანს აღმოაჩნდა ამ დრომდე ვირუსი. რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, ბოლო 24 საათში რუსეთში კიდევ 138 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა საერთო რიცხვი 4 693-ია. ქვეყანაში ამ დრომდე 171 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა კორონავირუსისგან. ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი 230 000-ს აღწევს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს