„დრესაპ ჯგუფის“ მაღაზიები გაიხსნა

პირველი ივნისიდან ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების შეძენა არა მხოლოდ ონლაინ, არამედ უკვე მაღაზიებშიც არის შესაძლებელი. ორშაბათიდან მომხმარებლებს უკვე აქვთ საშუალება ეწვიონ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებსა თუ ქუჩის მაღაზიებს და შეიძინონ მათთვის საყვარელი ბრენდების პროდუქცია.

თავის მხრივ, სამზადისში არიან ამ სფეროში მოღვაწე ბიზნესებიც, რომლებსაც გამკაცრებული უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით უწევთ მაღაზიების გახსნა. მათ შორისაა, „დრესაპ ჯგუფი“ რომელიც, საქართველოში შემდეგი ბრენდული მაღაზიებით: Atrio, Guess, Lacoste, Tommy Jeans, Gant, Jack&Jones, Levis, Lee Wrangler, Mavi, Greyder, Jeans Gallery, Factory, Kids Gallery და 80-მდე ბრენდით არის წარმოდგენილი.

მაღაზიების გახსნასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ „დრესაპ ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორს ლაშა მურვანიძეს:

მაღაზიების გახსნა ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენაა, ჩვენმა პარტნიორმა ბრენდებმაც, სხვადასხვა ქვეყნებში ეტაპობრივად დაიწყეს მაღაზიების გახსნა და ფუნქციონირება. გვიხარია, რომ პირველი ივნისიდან საქართველოშიც იხსნება მაღაზიები.

თავის მხრივ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეების მიმართ, ამიტომ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ შესაბამისი ორგანოების მიერ მოწოდებულ და ასევე ჩვენი ბრენდების მიერ გაზიარებულ რეკომენდაციებს, მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მაღაზიები იქნება სრულად აღჭურვილი. შემოსასვლელში იქნება განთავსებული: დეზო ბარიერი, ხელის სადეზინფექციო ხსნარი, ერთჯერადი ხელთათმანები ჩვენი მომხმარებლებისათვის. ასევე გაკონტროლდება მაღაზიაში მყოფ პირთა რაოდენობაც. სალაროსთან განთავსებული იქნება რიგის დამარეგულირებელი სტიკერები.

რაც შეეხება პერსონალს, ამ კუთხითაც სრული მზადყოფნაა, გვაქვს პირბადეებისა და ხელთათმანების მარაგები. სალაროებთან განთავსებულია დამცავი ბარიერი და ხელის სადეზინფექციო ხსნარი. ასევე ყოველდღიურად მოხდება თანამშრომლების თერმო სკირინინგი. დღეში რამდენიმეჯერ დამუშავდება მაღაზია, მისი ინვენტარი, მოსასვენებელი ოთახი და გასახდელები.

ახსენეთ გასახდელები, როგორც ვხვდები თქვენს მაღაზიებში მომხმარებლებს ექნებათ პროდუქციის მოზომვის საშუალებაც?

დიახ, „დრესაპ ჯგუფში“ შემავალ ყველა მაღაზიაში, მომხმარებლებს ექნებათ საშუალება მოირგონ პროდუქცია და იყვნენ დარწმუნებულები, რომ სწორედ იმ პროდუქტს იძენენ, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მათ მოთხოვნას. გასახდელების შეზღუდვის კუთხით ადგილობრივი რეგულაციები არ არსებობს. დამატებით გავიარეთ კონსულტაციები ჩვენს პარტნიორ ბრენდებთანაც, გავიზიარეთ მათი პრაქტიკაც. შესაბამისად, გვექნება კონკრეტული რეგულაციები, მაგალითად, გასახდელში დაიშვება მხოლოდ ერთი ადამიანი, გასახდელები პერიოდულად დამუშავდება სადეზინფექციო ხსნარით, ხოლო მოზომილი პროდუქცია, მაღაზიაში დაბრუნებამდე გაივლის თერმულ დამუშავებას. ფეხსაცმლის შემთხვევაში გვაქვს სპეციალური, ერთჯერადი, ე.წ. მოსაზომი წინდები, რომლის გამოყენებაც სავალდებულო იქნება ნებისმიერი მომხმარებლისათვის.

ზოგადად, ჩვენი ჯგუფის მიზანია, მაქსიმალურად დავეხმაროთ მომხმარებლებს საკუთარი ინდივიდუალური სტილის შექმნაში და გავხადოთ ეს პროცესი მაქსიმალურად კომფორტული, თუმცა ასევე ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.

შესაბამისად მოვუწოდებთ ყველას, გაითვალისწინონ მაღაზიაში არსებული სტუმრობის წესები და რეკომენდაციები. მათთვის, კი ვისთვისაც სახლიდან შოპინგი უფრო კომფორტულია, ან ამ ეტაპზე კვლავ იზოლაციაში ყოფნას ამჯობინებს, კვლავ ფუნქციონირებს ჩვენი ონლაინ მაღაზია - www.dressup.ge, საიდანაც სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ შეიძინონ სასურველი პროდუქცია.

ახსენეთ ონლაინ მაღაზია, როგორც ჩანს დაკეტილი მაღაზიების ფონზე, თქვენს მომხმარებლებს მაინც შეეძლოთ პროდუქციის შეძენა? როგორ შეაფასებდით განვლილ ორ თვეს?

ალბათ, როგორც ყველა ამ სფეროში მოღვაწე კომპანიისათვის, ჩვენი ბიზნესისთვისაც ძალიან მძიმე დარტყმა იყო მაღაზიების დაკეტვა. ბუნებრივია, ჯამში ორმოცდაერთი მაღაზიის დაკეტვას, გაყიდვების კუთხით, ონლაინ მაღაზია ვერ დააკომპენსირებდა, თუმცა, საბედნიეროდ მზად გვქონდა ეს პროექტი, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შეეძლოთ ჩვენი პროდუქციის ონლაინ შეძენა.

სიმართლე გითხრათ, ბოლო ორი თვის განმავლობაში, შექმნილი ვითარებიდან და არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ძალიან დიდი გამოწვევა იყო ონლაინ გაყიდვებისა და პროცესების მართვა. მოგეხსენებათ, ჩვენთვის მომხმარებლის კმაყოფილება და მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაზეც კომპანიის 26 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში მუდმივად ვზრუნავთ.

ბოლო ორი თვის განმავლობაში, იყო რიგი გამოწვევები: შეზღუდული გადაადგილება, დაკეტილი მაღაზიები, საიდანაც მხოლოდ დღის კონკრეტულ პერიოდში იყო შესაძლებელი პროდუქციის გატანა, შეზღუდვებიდან გამომდინარე მოგვიწია სერვის ცენტრის მდებარეობის შეცვლა, ავტომატურად - ცხელი ხაზის ტელეფონის გაუქმება და სრული ნაკადების მესენჯერში მიმართვა. რეგულაციების გათვალისწინებით, მოგვიწია თანამშრომლების რაოდენობის შეზღუდვაც. საბედნიეროდ, ძირითადად, მაქსიმალურად კარგად გავართვით თავი და უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი გვყავს, თუმცა ზემოთ ნახსენებმა ფაქტორებმა და შეკვეთების ოცჯერ გაზრდილმა რაოდენობამ, ერთეულ შემთხვევებში გამოიწვია გარკვეული შეფერხებები და ზოგიერთი მომხმარებლის უკმაყოფილებაც.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ, კომპანიის სახელით, ბოდიში მოვუხადო თითოეულ ჩვენს მომხმარებელს, ბოლო ორი თვის განმავლობაში შექმნილი ნებისმიერი უხერხულობისათვის და მადლობა გადავუხადო ერთგულებისათვის.

ამ კუთხითაც მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინეთ, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ სამომავლოდ იმისათვის, რომ ყოველთვის შევინარჩუნოთ მომსახურების ის მაღალი ხარისხი და სტანდარტი, რომელიც ჩვენი ჯგუფისათვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა