ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, „საბურთალოს კლასტერში“ კოვიდ 19-ით 23 ადამიანია ინფიცირებული და 103 კონტაქტია გამოვლენილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, „საბურთალოს კლასტერში“ კოვიდ 19-ით 23 ადამიანია ინფიცირებული და 103 კონტაქტია გამოვლენილი.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გარკვეულ ოაზისად რჩება ჩვენს ირგვლივ მყოფ ქვეყნებთან შედარებით, „დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს და ილუზიას არ უნდა მივეცეთ, რომ კორონა დავამარცხეთ“.

„სერიოზული მიკრო-აფეთქება გვქონდა „საბურთალოს კლასტერში“, რომელიც ერთ-ერთი საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს უკავშირდება, რომლისგანაც ეს ინფექცია გავრცელდა. დღვანდელი რიცხვით ამ კლასტერში 23 ადამიანია ინფიცირებული. ჩვენ უკვე 103 კონტაქტი გამოვიკვლიეთ, 42 კარანტინშია გადაყვანილი და დანარჩენები ე.წ. შიდა კარანტინში არიან.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გარკვეულ ოაზისად რჩება ჩვენს ირგვლივ მყოფ ქვეყნებთან შედარებით, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს და ილუზიას არ უნდა მივეცეთ, რომ კორონა დავამარცხეთ. თუ ჩვენ შემსუბუქების და ეკონომიკური გახსნის პირობებში არ დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რომელსაც სახელმწიფო იძლევა, მაშინ ამ ტიპის აფეთქებები შეიძლება გვქონდეს. ეს შემთხვევები, რაც ბოლო სამი დღის განმავლობაში გვქონდა, საშიში არ არის და პანიკის საფუძველი არ გვაქვს. ყველა შემთხვევის წარმომავლობაა ვიცით და მართვადია. საწოლების საკმარისი რაოდენობაა ქვეყანაში, საკმარისად მომზადებული სამედიცინო პერსონალი გვყავს და ეს ყველაფერი მართვადია“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღვანდელი მონაცემებით, „საბურთალოს კლასტერში“ კოვიდ 19-ით 23 ადამიანია ინფიცირებული და 103 კონტაქტია გამოვლენილი

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ