ხელფასის, საშემოსავლოსა და საპენსიო შენატანის გადარიცხვა ერთი ოპერაციით - მხოლოდ ტერაბანკის ბინზესბანკინგით

ტერაბანკის ბიზნესბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა. ამიერიდან იურიდიულ პირს ხელფასთან ერთად, საშემოსავლო და საპენსიო გადასახადების გადარიცხვა მხოლოდ ერთი ოპერაციით შეეძლება.

ამ დრომდე მომხმარებლებს თითოეული გადარიცხვისთვის ცალ-ცალკე ტრანზაქციის შესრულება და დიჯიპასის სამი სხვადასხვა კოდის დაგენერირება უწევდათ. ახალი ფუნქციონალი კი მათ შესაძლებლობას მისცემს, ოპერაციების ხანგრძლივობა შეამცირონ, დრო კიდევ უფრო დაზოგონ და საბანკო გადარიცხვები მარტივად, მოქნილად განახორციელონ.

„ტერაბანკისთვის დისტანციური მომსახურებების სრულყოფა ერთ-ერთი პრიორიტეტია, მით უფრო, პანდემიის პირობებში, როცა ამ საკომუნიკაციო არხებით სარგებლობამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. მოხარულები ვართ, რომ ამ ინოვაციას პირველად იურიდიულ პირებს სწორედ ჩვენი ბიზნესბანკინგი სთავაზობს. ვიცით, რომ მეწარმისთვის დრო და სიმარტივე მნიშვნელოვანია, ამიტომ ოპერაციის ხანგრძლივობას ვამცირებთ. ვიმედოვნებთ, სიახლე მომხმარებლებისთვის ბიზნესპროცესებს კიდევ უფრო კომფორტულს გახდის“, - აღნიშნავს ტერაბანკის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მართვის განყოფილების უფროსი კონსტანტინე მაქაცარია.

ტერაბანკი დისტანციური სერვისების დახვეწასა და ინოვაციების შეთავაზებას როგორც ბიზნესის, ისე ფიზიკური პირების ონლაინბანკინგის კუთხით კვლავაც გააგრძელებს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა