„ეკომარტი“ - ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების მრავალფეროვანი ონლაინ მაღაზია გაიხსნა

დღეიდან მომხმარებლებს შეუძლიათ, ონლაინ სავაჭრო პორტალ www.ecomart.ge-ზე შეიძინონ ნატურალური პროდუქტები. ნებისმიერ შეკვეთას თბილისის მასშტაბით სასურველ მისამართზე ერთი თვის განმავლობაში უფასოდ მიიღებენ.

გარემოსადმი მეგობრული კონცეფციით შექმნილი მაღაზია საქართველოში წარმოებულ ხარისხიან და ეკოლოგიურ პროდუქციას უყრის თავს. ეკომრავალფეროვნება „ეკომარტის“ მთავარი უპირატესობაა. სასურსათო პროდუქტები, საკვები დანამატები, სასმელი, მცენარეთა და ცხოველთა მოვლის საშუალებები, სამკურნალო მცენარეები, თავის მოვლის ნატურალური პროდუქტები და ეკომეგობრული ნივთები - ეს ის კატეგორიებია, რომლებსაც „ეკომარტი“ ამ ეტაპზე შემოგთავაზებთ. ეკომეგობრული მაღაზია ონლაინ სავაჭრო ქსელს ამბიციური გეგმებით უერთდება. ასორტიმენტის მუდმივი ზრდით, სეზონური პროდუქციის დამატებითა და სპეციალური შეთავაზებებით მომხმარებლის განებივრებას აპირებს.

„ეკომარტის“ პროექტი საქართველოში ორგანული (ბიო) და გარემოსათვის სასარგებლო წარმოების პოპულარიზებას ემსახურება. ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილი კომპანიების უმეტესობა ბიოსტანდარტებს აკმაყოფილებს, მათგან ბევრი შესაბამისი სერტიფიკატის მფლობელიცაა. „ეკომარტი“ მომხმარებლისთვის სანდო სავაჭრო სივრცეა, სადაც დადასტურებულად მაღალი ხარისხის პროდუქციაა წარმოდგენილი.

www.ecomart.ge ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ საკუთრებაა. პროექტის სპონსორია პროკრედიტ ბანკი. მნიშვნელოვანია, რომ გარემოსდაცვითი მიმართულება, ისევე, როგორც ქართული ბიზნესის განვითარება გერმანული ბანკისთვის უკვე წლებია სტრატეგიის ნაწილია. ასოციაცია „ელკანა” კი თავისი ძირითადი საქმიანობით ბიომეურნეობების ხელშეწყობასა და წინსვლას ემსახურება.

აირჩიე მხოლოდ ნატურალური და სასარგებლო შენთვისა და გარემოსთვის!

(R)

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
„ალიანს ჯგუფი“ BDO-სთან პარტნიორობით SAP Business One-ს ნერგავს
გაზელ ფაინენსის ინვესტიცია სანიორეს მეღვინეობაში, ნაფარეულის მიკროზონაში ვენახების მფლობელ კომპანიაში
„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების განვითარებას
უპროცენტო განვადება და საჩუქარი მომხმარებელს - რას სთავაზობს კომპანია ,,ჯეო გლასი"
ბიზნეს-ცენტრი ატრიუმი - პრაქტიკული არჩევანი
„PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი წყნეთში გაიხსნა
ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს საქმიანობის პოპულარიზაციაში დაეხმარება
ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო