შსს-ს ინფორმაციით, გლდანულაში ნაპოვნი გარდაცვლილი ჩვილის საქმეზე, ჯერჯერობით არავინაა დაკავებული

შს სამინისტროს ინფორმაციით, გლდანულაში ნაპოვნი ახალშობილის ცხედართან დაკავშირებით, ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე დაკითხულია რამდენიმე პირი, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონა.

„დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების მიერ შემოვიდა შეტყობინება, რომ ნაპოვნი იქნა ჩვილი. ადგილზე გამოცხადდა პოლიცია და დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის, სტანდარტების სრული დაცვით მოხდა ცხედრის გადასვენება ექსპერტიზაზე.

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ შესაბამისი პირები, რომლებიც შესაძლოა, ფლობდნენ რაიმე ინფორმაციას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. მათ შორის მოწმის სახით, სოციალურ მუშაკთან და ფსიქოლოგთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი გოგონა. ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზები. არასრულწლოვნის ინტერესებიდან და საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, - აცხადებენ შსს-ში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს